საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92240

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ გაზეთ „გოლოს კავკაზას“ რედაქტორ ვ. ფ. ვასილიევს ქალაქის ინჟინერ კ. ი. მარკაროვისთვის უსაფუძვლო შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქ იალტის მთავარმმართებელს, გენერალ-მაიორ იოსებ ანტონის ძე დუმბაძეს ოდესაში ყოფნის დროს გიმნაზიის დირექტორმა როზევიჩმა უმასპინძლა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გენერალ-მაიორი იოსებ ანტონის ძე დუმბაძე ქალაქ იალტის მთავარმმართებელი იყო.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე ს. თავართქილაძე აქვეყნებს სამადლობელ წერილს მიხეილ იულონის ძე კალანდაძის მისამართით, რომელმაც სამკითხველოს ბაქოდან 7 მანეთი და 10 კაპიკი გამოუგზავნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: რაჟდენ სიხარულიძეს, არტემ კალანდაძეს, რაფაელ მეგრელიშვილს, არტემ დუმბაძეს და ილიკო ჯიბუტს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ვალერიან ხმალაძეს, ფატი ცერცვაძისას, ათანასე მასხარაშვილს, ალექსანდრე კალანდაძეს, გიორგი გიორგობიანსა და ალ. ბერიძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ამბაკო გვალავას, ვასილ კირვალიძეს, მიხეილ და მარიამ კალანდაძეებს, ვასილ გორგოძესა და გიორგი ჩიჩუას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველბს: იოსებ გედევანოვს, ბესარიონ ჟღენტს, ალექსანდრე ზედელაშვილს, ისიდორე ფირცხელაიშვილს, მოსე კოპლატაძესა და მელიტონ ფერაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ერმილე თორთლაძეს, პეტრე ჭიჭინაძეს, სევასტი ხუნდაძეს, ნიკო მიქაძეს, კოლია ქლიბაძესა და ანტონ თევზაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ოზურგეთის სამკითხველოს გამგე სამსონ კალანდაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: რაფიელ შარაშიძეს, თეოფილე ივ. ძე სიხარულიძეს, ვარლამ მელიტონის ძე მახარაძეს, მარიამ სიხარულიძეს და დომენტი თალაკვაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ოზურგეთის სამკითხველოს გამგე სამსონ კალანდაძე ჟურნალ „განათლების“ რედაქციას წიგნებისა და თანხის შემოწირულობისთვის მადლობას უხდის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ოზურგეთის სამკითხველოს გამგე სამსონ კალანდაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ზაქარია ცინცაძეს, იაგორ შარაშიძეს, ხარიტონ გურგენიძეს, მიხაკო კალანდაძეს და ლევანტი ჯაყელს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ოზურგეთის სამკითხველოს გამგე სამსონ კალანდაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: მიხაკო თედორაძეს, იაგორ გურგენიძეს და ერმალო ჟღენტს.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში, მუხრანის ქ.N81-ში, მიხეილ ნიკოლოზის ძე კოდალოვთან გლეხთა ამხანაგობა „კახეთის“ ღვინო იყიდებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 23 მარტიდან ნ. ი. აბრამოვიჩმა სახაზინო თეატრში ლექციების კითხვა დაიწყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მისი თელავის სახლი საზოგადოების საკუთრებაში გადადიოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანდერძის პირი უნდა გაეგზავნათ საზოგადოების თელავის განყოფილებაში, ვექილ ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკისთვის კი ეკითხათ, რა ზომები უნდა მიეღოთ ანდერძთან დაკავშირებით.

1910

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის შეკითხვის საპასუხო წერილში სამსონ ფირცხალავა განმარტავს, რომ განყოფილების ყველა წევრს შეუძლია საერთო კრებაში მონაწილეობა ნამდვილი წევრის უფლებით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 მარტს გრიგოლ რობაქიძემ ქართულ თეატრში წაიკითხა ლექცია „რელიგია მშვენიერებისა“ ოსკარ უაილდის შემოქმედების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გაბრუაშვილის ლექსი „ადამიანო, ღირსი არ ხარ ამ სახელისა...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „უიმედო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან თედოს ძე მეტრეველის ნოველა „სული ყვავილად ქცეული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის ეტიუდი „საღამო იყო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „ოსკარ უაილდი და ხელოვნება“.