რეგისტრირებული ფაქტები87612
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორის განკარგულებით ექვთიმე თოდრაძეს ოზურგეთის მაზრა უნდა დაეტოვებინა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ა. ა. ივანენკო და ქ. ვერმიშევი თბილისის გამგეობის წევრები იყვნენ და თანამდებობებზე მომდევნო წელსაც რჩებოდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბერს სოფ. გორის მცხოვრები ილარიონ მჟავია შვილთან ერთად ქუთაისიდან სოფელში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა მამა-შვილს 15 მანეთი წაართვა და ნაჯახით სასიკვდილოდ დაჭრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 აპრილს საგუბერნიო ხაზინადრის თანაშემწე ივანოვმა სახელმწიფოს ხაზინიდან ბილეთებთან ერთად 313 000 მანეთი მოიპარა და გაიქცა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „მშაკის“ ცნობით, ბაქოში გარდაიცვალა მდიდარი სომეხი ვაჭარი პავლე სარქისიანი, რომელმაც ქველმოქმედებისთვის 7 000 მანეთი დატოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 აპრილს სომეხი მწერალი აკოფ მელიქ-აკოფიანი თავისი სახლიდან ვანქის სობოროში გადაასვენეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ფილიმონ ქორიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ძნელაძემ, ჭილაძისამ და ვლადიმერ ღლონტმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილს მეტეხის ციხის ზედამხედველმა ჯაჯანოვმა საპყრობილეთა კომიტეტს შესთავაზა, თბილისის ქუჩები პატიმრებს დაესუფთავებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილს დუშეთში აზნაურმა შაქრო კობიაშვილმა ჩხუბის დროს ბიძაშვილი თოფით მოკლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ფრიდონოვმა განაცხადა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი „ალექსანდრეს“ ბაღი არსებობდა, ამიტომ მოზარდი თაობისთვის ახალი სკვერების მოწყობა აუცილებელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ქუჩებში მცენარეების დარგვა, რადგან ქალაქს ძალიან აკლდა გამწვანება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ სჯობდა კუკიაზე გაეშენებინათ სკვერი, რადგან მთაწმინდა ისედაც მაღლობ ადგილზე იყო გადაჭიმული, სადაც ნიავი ასუფთავებდა ჰავას, კუკია კი მეტად დაბლობზე მდებარეობდა და საჭიროებდა გამწვანებასა და სუფთა გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში მოძღვარმა გიორგი ფოფხაძემ ეკლესიაში იქადაგა, რა ცუდი და ქვეყნის დამანგრეველი იყო ავაზაკობა, რის გამოც იმ ღამესვე მის საბძელს ცეცხლი წაუკიდეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის თელავში ყოფნის დროს გადაწყდა, რომ მილიციისთვის შესაფერისი სადგომი სოფელ მაღაროში უნდა შეერჩიათ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 აპრილს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის თავმჯდომარემ, კ. ლ. ფურცელაძემ თანამდებობა დატოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის განცხადებით, 1888 წლის 14 მაისს საერთო წევრთა კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად უნდა აერჩიათ: ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელი, ი. ი. ციციანოვი, დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, რევაზ შალვას ძე ერისთავი, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, რ. კ. ვაჩნაძე, დავით ზაალის ძე ბარათაშვილი.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს თბილისის სისხლისა და სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ილიას ძე ელიოზოვი, სასამართლოში თავად-აზნაურთა კლასის წარმომადგენელი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ქუთაისის თაეტრის დარბაზში უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ეპისკოპოს გაბრიელს (გერასიმე ქიქოძეს) სურდა დაეარსებინა წმინდა სანთლის მწარმოებელი ქარხანა, რადგან მექარხნეები სანთელში სხვადასხვა მავნე ნივთიერებას ურევდნენ. ეს საკითხი იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებას 24 მაისს უნდა განეხილა.

