რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე 1866 წლის 9 იანვარს სოფელ აწყურში დაიბადა.
1866
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 19 იანვარს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი და ივანე ბეჟანიშვილების ვენახი და სახნავ-სათესი მამული სიღნაღში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წლის თებერვალში გორის მაზრის სოფელ ბრეთში დაიბადა შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი).
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეორე კომიტეტის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ფუღინოვი, გაბრიელ შადინოვი და ნიკოლოზ მირიმანოვი. მათ უნდა შეეგროვებინათ პირადი აზნაურებისა და საპატიო მოქალაქეების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მესამე კომიტეტის წევრები იყვნენ: აბრამ ბაბანოვი, ტიმოთე ნაუმენკო, ივანე მადერი და პეტრე ამბარცუმოვი. მათ უნდა შეედგინათ იმ მოქალაქეების სიები, რომელსაც ქალაქში უძრავი საკუთრება ჰქონდათ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. პირველი კომიტეტის წევრები იყვნენ: რ. ნ. ანდრონიკოვი, ე.არწუნი , ა. გ. ლისოვსკი და ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მათ უნდა შეედგინათ იმ თავად-აზნაურების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეოთხე კომიტეტის წევრები იყვნენ: ივანე ალიბეგოვი, ივანე სტრახოვი და ივანე ტერნიკოღოსოვი. მათ უნდა შეედგინათ მკვიდრი მაცხოვრებლების სიები, რომლებსაც ქალაქში უძრავი საკუთრება არ აქვთ, მაგრამ ვაჭრობენ, ხელოსნობენ და რომელიმე საქალაქოს აძლევენ ხარჯს.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 18 თებერვლიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ გენერალ-მაიორი ივანიცკი. ივანიცკის სამსახურიდან წასვლის შემდეგ უნდა მიეღო მუნდირი და პენსია.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 1-ელ მარტს ბარის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი იოვანე ვასილის ძე პეტრიაშვილი გარდაიცვალა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 3 შაურად იყიდებოდა მიხეილ ყიფიანისა და ვახტანგ თულაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „არითმეტიკა“.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს თბილისში, ვერაზე, ტატო გაბაშვილის სახლში იყიდებოდა ახალი, ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი. ფასის შესახებ ინფორმაციის მიღება თვითონ ტატო გაბაშვილისგან იყო შესაძლებელი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 28 მარტიდან, ალექსანდრე რომანოვის ბრძანებით, საზოგადოებაზე მავნებლური ზემოქმედების გამო უნდა აეკრძალათ ჟურნალები „თანამედროვე“ და „რუსული სიტყვა“.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“. კრებულის ფასი იყო 10 შაური.
1866
ტიპი: ავტორობა
1866 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სახელმძღვანელოდ იყო მიღებული ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა სასულიერო და საერო სასწავლებელში. სახელმძღვანელოს შეძენა თბილისში შეიძლებოდა მელიქიშვილის სტამბაში, ტერ-მიქელიანცის წიგნების მაღაზიასა და სემინარიის სახლში. „დედა ენა“ იყიდებოდა ქუთაისის და გორის სასულიერო სასწავლებლებშიც. სახელმძღვანელოს ფასი იყო 1 აბაზი.