რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მამა დავითის ტაძარში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად ყოველწლიურად, მის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს, წარმოდგენა გაემართა. წარმოდგენიდან მიღებული თანხა გაბუნიას სახელზე დაწესებულ სტიპენდიას დაემატებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 30 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (გამგეობის თავმჯდომარე – ტ. კახიძე) თბილისიდან აცნობებენ, რომ ყალამშიისა და გიორგიწმინდის სკოლების მასწავლებლები – დავით ძეძამიძე და არისტოკლე რამინიშვილი, – ორივე კარგი სპეციალისტია: ორივემ კარგი საფუძველი შეუქმნა მათდამი რწმუნებულ სკოლებს. სწორედ ამიტომ მიაჩნია მთავარ გამგეობას, რომ სასურველია, კავკავის სკოლაში გადასვლის ნაცვლად, ისინი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა იოსებ ივანიძის, შაქრო საფაროვისა და ნებიერიძის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი და ახალი თაობა“.
1910
ტიპი: თანამდებობა
1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი განჯის ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზესტაფონის საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის (დაარსდა 1909 წლის 4 ოქტომბერს) ორ კლასში 43 მოსწავლე სწავლობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის სექტემბრიდან სახალხო თეატრის სომხურმა სექციამ მსახიობი ისაკ ალიხანიანი რეჟისორად მიიწვია.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს აკაკი წერეთელი ქართული დრამატული საზოგადოების სკოლაში მხატვრულ კითხვას ასწავლიდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის სექტემბერში ვასილ ურუშაძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ თეატრის ადმინისტრატორად მიიწვია.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.

