რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სულეიმან-ხანის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში იოსებ აბაკელია გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რექტორ მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავისი დადგენილება.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის მარტში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დრამატულმა საზოგადოებამ რეჟსორად დანიშნა. იგი უსასყიდლოდ მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის მარტში ბეგლარ ახოსპირელი ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების სუფლიორი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვი ჭიათურაში მიეწვია, საიუბილეო წარმოდგენა იქაც გაემართა და შემოსული თანხა იუბილარისთვის გადაეცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვის საიუბiლეო საღამოზე ადრესის წასაკითხად და საჩუქრის გადასაცემად სოფრომ ტარუაშვილი გაეგზავნათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში მ. კ. როხლინა სახალხო უნივერსიტეტის გამგეობას შეუთანხმდა, რომ სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდამდე ის ყოველთვიურად 5 მანეთს გადაიხდიდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტს ლავრენტი მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟენევიდან მისწერა, რომ პეტრე ზუბალაშვილის დაარსებული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში გამოსაგზავნ წიგნებს აკლდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. ძიების შემდეგ მიაკვლიეს 5 წიგნს, რომლებიც ვიღაცას გაეყიდა. ეს წიგნები, ლავრენტი მელაძის თქმით, ერთ-ერთმა ამხანაგმა გამოისყიდა და მელაძე საზოგადოებისაგან ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მამა დავითი, დედა მაკა დიანოზის ასული, ძმა ვასილი და დები: გოგოლი, შაშიკო, ელენა, მარია, პელაგია, მატრონა, მარგარიტა, ეკატერინა, სონა და თამარა დუმბაძეები ახლობლებს გიორგი დუმბაძის ტრაგიკულ დაღუპვას ატყობინებენ. დაკრძალვა 5 მარტს, შემოქმედის მონასტრის გალავანში გაიმართებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ გუბერნიის მარშლად სიმონ დავითის ძე წერეთელი აირჩია.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში ბრიტანელ ინჟინერ ვილჰელმ ლინდლეის ელოდნენ, რომლის ჩამოსვლაც ნატახტარში წყლის გაყვანილობას უკავშირდებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 8 საათზე თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში დანიშნული იყო საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების საერთო კრება, სადაც სერგი გორგაძე წაიკითხავდა რეფერატს „ივერიის მეფე ვახტაგ I და მისი დრო“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ გ. გ. არზიევის მაღაზიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ა. ე. ოსიპიანი და ბ. მ. ხარატიანი შეიპყრო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ კ. ჩხაიძემ, ვ. და ი. ვაჩეიშვილებმა სევასტი მურვანიძის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნეს.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 4 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ გამოქვეყნებული ცნობით, ჭიათურაში, „ძმათა ფოერჰერდტისა და კომპანიის“ მაღაროს მუშები — სარდიონ ღუღუნიშვილი, ლიდია სხირტლაძე, ლავრენტი მემარნიშვილი, დიმიტრი და იაკობ ბოჭორიშვილები, სტეფანე კასარენკო, ამბაკო კირკიტაძე, ვასილ ჩხიკვაძე და სილოვან ფარქოსაძე — სხვა მუშებთან ერთად მძიმე ექსპლოატაციას განიცდიდნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 4 მარტს ალექსანდრე ლიონიძე დაინიშნა კავკასიის მსროლელთა საარტილერიო პარკის მეთაურად.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კავკავის განყოფილებას სკოლის სამზრუნველოს მიერ გასაყიდად ნისიად წაღებული წიგნების ანგარიში გაუგზავნა და სთხოვა, გაყიდული წიგნების ფული და გასაყიდი წიგნების სია მიეწოდებინათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გ. ვ. სობოლევსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „სუდანი და კონგო“ (ჩემი შთაბეჭდილებანი აფრიკაში მოგზაურობიდან). დასაწყისი 8 სთ., ფასი მოწაფეთათვის 40 კაპიკი.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხრან ხანჯიანცის სასტუმრო „კავკაზში“ აბრეშუმის თესლი იყიდებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ინჟინერმა კოგნოვიცკიმ მტკვარზე, მუშტაიდს ზემოთ ელექტროსადგურის აგების გეგმის შედგენა დაიწყო. გეგმა პროფესორმა არტემიევმა მოიწონა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, საოლქო სასამართლო გამართულ იურისტთა საზოგადოების წევრთა კრებაზე ვექილმა ვ. ი. წოვიანოვმა წაიკითხა მოხსენება „სავაჭრო საქმეთა ადმინისტრაცია“.

