რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილება გაიხსნა 1909 წლის 4 აპრილს, საქმიანობას შეუდგა – 9 ივნისს; 1911 წლის 25 სექტემბერს გაიმართა განყოფილების წევრთა საზოგადო კრება (თავმჯდომარე – ი. გ. შვილევი, მდივანი – ვარ. ბურჯანაძე), რომელმაც განიხილა 1910 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1910-1911 წლის სწავლა-აღზრდის ანგარიშები.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებას 205 წევრიდან 52 ესწრებოდა. კრების თავმჯდომარის, იოსებ შვილევის წინადადებით დამსწრეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს მიხეილ ყიფიანის, დავით სარაჯიშვილისა და დიმიტრი მაისურაძის ხსოვნას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებაზე ქალთა წრის წარმომადგენელმა, სოფიო კალანდარაშვილმა მოხსენება წაიკითხა ქალთა პროფესიული სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებამ დაამტკიცა ქალთა პროფესიული სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სხდომის თავმჯდომარისთვის უნდა დაებრუნებინათ 400 მანეთის თამასუქი. კრების დადგენილებით ქალთა პროფესიული სკოლა უწინდებურად გამგეობის განკარგულებაში რჩებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 26 სექტემბერს ალავერდის ეპისკოპოსმა დავითმა თელავში დაწყებითი სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ 26 სექტემბერს ქ. თელავში გაიხსნა სკოლა ერთი განყოფილებით. სკოლაში 8-დან 12 წლამდე ასაკის 40 შეგირდი სწავლობდა, ქალი –16, ვაჟი – 24. 36 ბავშვი გლეხის ოჯახიდან იყო, ორი – მღვდლის ოჯახიდან, ერთი – აზნაურის შვილი, ერთი ქალაქიდან. 11 ბავშვი – თელავიდან, 29 – ახლომახლო სოფლებიდან. სწავლის ფასი წელიწადში 6 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების 1910 წლის 20%-ის, 107 მანეთის თელაველებისთვის დათმობა, რადგან ეს ფული საჭირო იყო ახლად გახსნილი სკოლის შესანახად. თელავის განყოფილებას, რომელსაც საკმაოდ უჭირდა მატერიალურად, ტვირთად აწვა ქ. თელავში წიგნის მაღაზიის შენახვაც. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 ოქტომბერს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თელავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 20 ოქტომბერს გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადზანაურო სკოლების სამზრუნველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიტყვიერი თხოვნა დამზღვევ საზოგადოებისგან მიღებული ფულის მოხმარების შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პასუხის გასაცემად დავით კარიჭაშვილს დაავალა სკოლების ვითარების შესწავლა და შემდეგ მოხსენების გაკეთება.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ თელავის მაზრის საადგილმამულო ბანკის მმართველს, ალექსანდრე ციციშვილს დაავალა სოფელ ყვარელში ილიასეული მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ჩაბარება და შესაბამისი აქტის შედგენა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ აცნობა, რომ 14 ოქტომბერს სათავდაზნაურო ბანკის გამგეობამ თავადაზნაურობის წინამძღოლს გაუგზავნა მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ის დროებით განკარგავდა სოფ. ყვარელში ილიასეულ კარ-მიდამოს. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო სხდომაზე განიხილეს თავადანაზნაურობის მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესყიდვის საკითხი. მამული, რომელიც იმ დროისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ეკუთვნოდა, შედგებოდა 2715 კვ. საჟენი კარ-მიდამოსაგან და მასთან არსებული 1800 კვ. საჟენი საწისქვილე ადგილისაგან. თავადაზნაურობის კრებამ დაადგინა, ნება დაერთო გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისთვის შეეძინა აღნიშნული მამული ბანკისგან და გადაეცა ის წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

