რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ვ. ფორკატის დასმა ბანკის თეატრში 6-ჯერ გამართა წარმოდგენა „მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღის განმავლობაში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე, უილიამ რიჩარდ მორფილი. ის ეწვია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს სოფელ ურიათუბანში (სადგური მუკუზანი) გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვარს სოფელ ურიათუბანში ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ალექსანდრე სოლომონის ძე ჯაფარიძის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა რკინიგზის სადგურის რაიონში, სესიაშვილების ქარხანაში – დავით კალანდაძესთან.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სტეფანე პეტრეს ძე სტურუას მეუღლე იყო დომნა სტურუა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 იანვარს სოფელ ბახვში (გურია) ელისაბედ ლომთათიძისას დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნინო დავითაშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ვალერიან გუნია, ნიკოლოზ ერისთავი, ვიქტორ გამყრელიძე, მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ვასაძე, ახალგაზრდა პოეტები – სიკო ფაშალიშვილი და იოსებ მჭედლიშვილი. გაიმართებოდა კონცერტი მარო თარხნიშვილის გუნდისა და ნეაპოლიტანის კაპელის მონაწილეობით. საღამოს ხელმძღვანელი იყო ნიკოლოზ ერისთავი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს ქართულ კლუბში წარმოდგენილი იქნებოდა კონსტანტინე (კოტე) ფოცხვერაშვილის „აშენდა საქართველო“ და მიხეილ ქორელის მიერ თარგმნილი ერთმოქმედებიანი პიესა „სიმართლე“. მონაწილეობდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე არაბიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ ჭიაურელი, ელენე ციმაკურიძე, მ. მიქელაძე, სანდალა და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მილანში გამართულ მილანის სავაჭრო პალატის შეერთებული კრებას დაესწრნენ საქართველოს მისიის წევრები: ქვეყნის რწმუნებული კონსტანტინე საბახტარაშვილი, სავაჭრო პალატის წევრი ნიკოლოზ ჯაყელი, კაპიტანი კოტე აფხაზი, ვაჭრობის, მრეწველობის, ბანკებისა და პრესის წარმომადგენლები. სხდომის მიზანი იყო იტალია-საქართველოს შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობის განხილვა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს რწმუნებული იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ჯაყელი სავაჭრო პალატის წევრი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონია მეფარიშვილს ახალციხეში 72 მანეთი გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს კონია მეფარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის 72 მანეთი მიეცათ. ალექსანდრე ჭყონიამ მისი თხოვნა განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

