რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ლიხაურში ლარ. თაყაიშვილი დააპატიმრეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ხვარბეთში ადალო გობრონიძე, რაფიელ ბოლქვაძე და მ. რუსეიშვილი დააპატიმრეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედში დათონაიშვილმა და თიკანაძემ ი. ბურჭულაძე მოკლეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა სოფელ იანეულის ორკლასიანი სასწავლებლის კრება, რომელსაც სკოლის გამგე ისაკი კეკელიძე და მზრუნველი მიხეილ კეკელიძე ესწრებოდნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იანეულის ორკლასიანი სასწავლებლის დამფუძნებელი ლავრენტი კეკელიძე იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ლავრენტი კეკელიძე მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ეგნატე ხრამელაშვილი არტელ „ვარიაგის“ ახალი რწმუნებული და წესდების შემქმნელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ და ივანე გედევანის ძე გომართელის „დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული დრამატული ამხანაგობა წარმოადგენდა ნ. შიუკაშვილის დრამას „მეგობრობა“ და ივანე გომართელის კომედიას „დრამატული საზოგადოების წევრი“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ტასო აბაშიძე, ნინო გამყრელიძე, ალექსანდრე კარგარეთელი, ნინო კრინიტსკაია (კოლხიდელი), ბ. ნებიერიძე(ისა) და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული დრამატული ამხანაგობა წარმოადგენდა ნ. შიუკაშვილის დრამას „მეგობრობა“ და ივ. გომართელის კომედიას „დრამატული საზოგადოების წევრი“. მონაწილეობნდენ: ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გ. გედევანოვი (მარღიანი), ვალერიან გუნია, ალექსანდრე და იოსებ იმედაშვილები, გიორგი არადელი-იშხნელი, დავით (დათა) მგალობლიშვილი, კ. ჭელიძე, შაქრო საფაროვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო სახლთან არსებული მუსიკალური საზოგადოება გამართავდა ოპერა „რიგოლეტოს“. დირიჟორი – ბ. ვინჩენკო, რეჟისორი – ბ. რაიტლი, ადმინისტრატორი – თ. დოლიძე. ბილეთის ფასი – 5 კაპიკიდან 10 კაპიკამდე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტს ალექსანდრე და არკადი მილოვების მანუფაქტურულ მაღაზიაში აფეთქება მოხდა. პოლიციამ ეჭვი მ. ს. გივიშვილზე მიიტანა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტს გაიმართა პატივის აღმდგენი სასამართლო, რომელიც „პრესის სინდიკატის“ სახელით იყო ცნობილი. სასამართლოს თავმჯდომარე იყო ვ. ბარრო, ხოლო მდივანი — ხ. ვარდანიანი.

