რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის საეპარქიო საბჭოს წერილი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10359.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი — 1555.18 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სულ 14389.3 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველიდან 6 თებერვლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 100.58 მანეთი იყო, ხარჯი არ ჰქონიათ. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველ თებერვალს საზოგადოებას ნაღდი ფულით — 2857.92 მანეთი, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ნოემბერში ხაჩატურ აკოფოვი, რომელიც დაკარგული ეგონათ, ხევში გარდაცვლილი იპოვეს. აკოფოვის დედა შვილის სიკვდილში ცოლსა და ცოლის საყვარელ მარტიროს მელქონიანცს სდებდა ბრალს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილს კავკავის მაზრის უფროსმა გოლუბიევმა სახალხოდ გაროზგა ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 პირი და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ვინც კიდევ გაბედავდა და იქურდებდა, მსგავსად დაისჯებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის მაღაზიას გომარეთის სკოლისთვის გაგზავნილი რვეულების საფასური 5.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მამა ნესტორ გალდავას ღანირში, საკუთარ სახლში, სკოლა ჰქონდა გახსნილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ საშუალებით ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა 24-ე ადგილობრივ ბრიგადის უფროსს, გენერალ-მაიორ ქიშმიშოვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ საშუალებით ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ჯარის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დუდინსკს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ საშუალებით ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა მეთოფურთა ბრიგადის უფროსს, გენერალ-მაიორ ტრეიტერს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტს ქალაქის საბჭოს კრებაზე განაცხადეს, რომ მუშტაიდის ბაღი, რომელიც ანდრონიკოვის ჰქონდა ჩაბარებული, სათანადოდ მოვლილი არ იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტს თელავის კლუბის დარბაზში გაიმართა თელავის დამზოგველი საზოგადოების კრება. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს მაზრის უფროსი კ. ჩოლაყაშვილი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის აპრილში თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ბიკოვი ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფ მელიქ-აკოფიანის ობლებს სწავლა სომხების სასულიერო სემინარიამ და ალექსანდრე მანთაშევმა დაუფინანსეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მარტს ქუთაისში სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ ელისაბედ წერეთლის თაოსნობით გასართობი საღამო გაიმართა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აპრილს სპირიდონ ჯორჯიკია ქუთაისიდან იწერება, რომ ელისაბედ წერეთლის დახმარებით ღარიბი მოსწავლეებისთვის შეიძინეს ტანისამოსი, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკისთვის – 300 მანეთის სახელმძღვანელოები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა ოზურგეთში, სადაც დაესწრო მე-3 მეთოფურთა დრუჟინის აღლუმს.

