რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 იანვარს სოლომონ ივანეს ძე კურდღელაშვილს წმინდა გიორგის კარის ეკლესიიდან გაასვენებდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 იანვარს თბილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სოლომონ ივანეს ძე კურდღელაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა ვასილ ივანეს ძე პეტრიაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ულუმბეკოვი ფლობდა ბინას პლეხანოვის პროსპექტზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს პლეხანოვის პროსპექტზე ულუმბეკოვის ბინიდან მოიპარეს 500 000 მან. საქონელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი იშხნელის მეუღლე იყო ალექსანდრა იშხნელი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს გაიმართებოდა მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს მოკლული ნიკო ალექსის ძე კუციას წლის წირვა და პანაშვიდი ქ. ფოთში, ტაძრის ეკლესიაში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ბათუმში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებამ სასურველად ცნო ცენტრო-ბანკის დაარსება. მის წარმომადგენელ დავით კალანდაძეს დაევალა, დამფუძნებლებისთვის გადაეცა, რომ ათი აქციის შემძენს ერთი ხმის უფლება ექნებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს არმავირის ტელეგრაფის კანტორის მოხელე ფილიპე სტრატონის ძე ლუცენკო ეკატერინოდარი-სტავროპოლის ხაზზე გადავიდა სამუშაოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ერევნის ტელეგრაფის კანტორის მოხელე იაკობ არსენის ძე კუზნეცოვი მინერალოვოდსკის ტელეგრაფის კანტორაში გადავიდა სამუშაოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს არმავირის ტელეგრაფის კანტორის მოხელეები ივანე ფილიპეს ძე ფიოდოროვი და სტეფანე ვასილის ძე ვასილკოვსკი მინერალოვოდსკის ტელეგრაფის კანტორაში გადავიდნენ სამუშაოდ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და ვრცელი მოხსენება წარუდგინა ბათუმის ოლქის მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართულ კლუბში გაიმართებოდა საოჯახო საღამო, სადაც წარმოადგენდნენ ნიკოლოზ შიუკაშვილის სამმოქმედებიან პიესას „სულელი“, მთავარ როლებში ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი, მონაწილეობდნენ: ანეტა ქიქოძე, ელენე ციმაკურიძე, ვასო აბაშიძე, აკაკი ვასაძე, მიხეილ სარაული, დ. ძნელაძე, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, მიხეილ ქორელი. პიესა ძველი რეჟიმის დროს აკრძალული იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, ახალციხის ომში მოკლული ალექსანდრე სვიმონის ძე მაჩაბლის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს ქაშვეთის ტაძარში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ გრიგოლის ასული მაჩაბლისა იყო ალექსანდრე სვიმონის ძე მაჩაბლის მეუღლე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელი იყო ალექსანდრე მაჩაბლის მამა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბელი იყო ალექსანდრე სვიმონის ძე მაჩაბლის დედა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე (ტუპა) სვიმონის ძე მაჩაბელი მოკლეს ახალციხის ომში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს, 10-11 საათზე, სიონის ტაძარშიდეკანოზ ალექსანდრე სიმონიშვილის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.