საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ ბოლშევიკური იდეები მუსულმანთა შორის ვერ დაინერგებოდა, რადგან კომუნიზმი ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ თუკი ბაქოში იყვნენ ბოლშევიკური ელემენტები, მხოლოდ შემოსული უცხოელები, რომლებიც მცირე პროცენტს შეადგენდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს მუშებმა კოლექტიური ხელშეკრულება დადეს ბოლშევიკური გამოსვლისთვის, გამოწვეული იყო პროვოკაციის მიზნით ხალხში პანიკის დასათესად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა მუშათა მდგომარეობის გაცნობის შემდეგ განუცხადა, რომ ისინი მთავრობის მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ, განსაკუთრებით პურსა და სხვა სურსათზე ფასების დაწევით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ ქალაქში შესვლა ყველასთვის აკრძალული იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანის“ კორესპონდენტი ესაუბრა ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატ გრიგოლ ურატაძის წინადადებით მუხლობრივად კენჭი უყარეს საპროპაგანდო კომისიის კანონპროექტს, რომელიც მიიღეს მენშევიკების მითითებით. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს გამოეყო 2 მილიონი მან. პროპაგანდისათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სოც. ფედერალისტ თევდორე ღლონტი წინააღმდეგი იყო დამფუძნებელ კრებაში გარკვეული საზღვრების დაწესებისა და სურდა პოლიტიკური ბრძოლა ხალხში გადაეტანა, რაც ბოლშევიკური და ანარქიული გზა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ გრიგოლ ვეშაპელი ხალხთან მისვლის წინააღმდეგი იყო, რაც მას არ უკვირდა, რადგან ის პარლამენტარიზმის წინააღმდეგიც იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დიმიტრი აფხაზის წერილი „შესახებ სურსათის საკითხისა საქართველოში“ (ბ-ნი ტ. მარგველაშვილის წერილის გამო „მარცვლეულობა საქართველოში“).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს ფილოსოფიის დოქტორი ტიტე მარგველაშვილი ქართულ კლუბში კითხულობდა საჯარო ლექციას „მეცნიერული სოციალიზმი და ევროპის ეკონომიური ვითარება“. ლექციას მართავდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა და ახალგაზრდათა მთავარი კომიტეტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოს უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მიმართა თხოვნით, ეცნობებინა მისი დასკვნა დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების ვადის გაგრძელების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი დაეთანხმა გადასახადთა სამმართველოს უფროსის აზრს დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების გადავადების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთის ყოფილ დიქტატორ ალექსანდრე კერენსკის პრაღაში ელოდებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს პარიზში კლემანსოს თავმჯდომარეობით უმაღლეს საბჭოში გაიმართა თათბირი, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს დელეგატები: კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი, აგრეთვე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ალი მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „Journal d’Orient“-ის 17 იანვრის ნომერში დაიბეჭდა წერილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ მანიფესტანტები შეიკრიბნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის სახლთან და ესალმებოდნენ მას და ინგლისს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრას და სოხუმის ოლქს ესაჭიროებოდა 6 სასამართლოს გამომძიებელი. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებს ესაჭიროებოდათ 14 მომრიგებელი მოსამართლე. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკს შეხვდნენ მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და საბჭოს წევრი გ. ა. წინამძღვრიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ შეიტყო, რომ საეჭვო პირები ამზადებდნენ ყალბ მოწმობებს საქართველოდან სხვადასხვა სავალუტო საქონლის გასატანად, ამ ყალბ მოწმობებს ბირჯაზეც ყიდდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავში მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, „მაკარის ცხოვრებიდან“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატა ორი წარწერა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის სხდომაზე სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ გაიზიარა დიმიტრი აფხაზის მოხსენებათა დებულებები და შესაბამისი რეზოლუციისთვის პრეზიდიუმს გადასცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება მწყემსობისა და სამხედრო ბეგარის შესახებ სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომაზე.

1918

ტიპი: განათლება

გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინმა დაამთავრა ლოზანის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი.