საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკო კურდღელაშვილს ვექილი შალვა მესხიშვილი იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლომ ნიკო კურდღელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთში გაზეთ „რიონის“ რედაქტორად ალექსამდრე ნიკიტინის მიწვევა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ დ. მესხმა სტატია „ჯარში გასაყვანი ახალგაზდების საგულისხმოთ“ გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 2 დეკემბერს სოფ. კაცხში ბასილ კაპანაძემ გერვასი ჭუმბურიძე ხანჯლით მოკლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელი ადგილიდან 50 საჟენი მიწა გამოუყონ სახლის ასაგებად, რომელსაც საკუთარი ხარჯით ააშენებს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი საზოგადოების საკუთრებად დარჩება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ თბილისის ვერც ერთ უბანში მისთვის ხელსაყრელი ბინა ვერც ქირით და ვერც შესაძენად ვერ იშოვა და იძულებული გახდა სასტუმროში ეცხოვრა, რაც ძალიან ძვირი უჯდებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი სოფლის სახლ-კარი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

განსვენებული ი. ს. გოგებაშვილის ნაანდერძევი ქონების ანგარიშში, გასავლის ნაწილში, აღნიშნულია, რომ 1912 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაზეთ „სახალხო განათლების" რედაქციას 3 მანეთი გადაუხადა იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების განცხადებაში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3-დან 24 დეკემბრამდე ა. მ. ვართანოვს საშობაოდ იაფი ვაჭრობა ჰქონდა გამოცხდებული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს გ. ს. ქუთათელაძე თბილისის საგუბერნიო ციხიდან სამ ტუსაღთან ერთად გაიპარა, მაგრამ ისევ დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბჭოს 24 კურსდამთავრებული სტიპენდიატი ჰყავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს ინჟინერმა საპიცკიმ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება ხეობებში გზების გაყვანის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბერს საოლქო სასამართლოს რადიონ კოხრეიძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სერგო ჩხიკვაძემ ხარკოვიდან დავით ჟღენტის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო ბარათი გამოგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეცნიერი მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართული ენის ფორმებს იკვლევდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შავი ქვის მრეწველთა მეთხუთმეტე კრება ა. ცეიტლინის თავმჯდომარეობით გაიხნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრე (სანდრო) აპოლონის ძე მურვანიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს საოლქო სასამართლოს ვალერიან ინალიშვილის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მინა მაისაშვილისა და ბაგრატ კვიკვიძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს სამოსამართლო პალატას ჭოჭია ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. იგი შალვა მესხიშვილს უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ბელიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თეოფანე კვარაკვახიძე დააპატიმრეს.