საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით იაკობის ძე ყარაევს დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ორსართულიანი ფლიგელი სარდაფით, მიშენებული საჯინიბო, ფარდული, ფურნე და 250 საჟენი დუქანი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვასილ ეფრემის ძე ხმიადოვს დაგირავებული ჰქონდა 145 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა და 1756 ოთხკუთხი საჟენი მიწა სოფელ ნაწრეტში, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის წერილი „საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა პირველი კონგრესის დადგენილებანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა ვასილ ილიას ძე რცხილაძის წერილი „რა გააკეთა მეღვინე-მევენახეთა კონგრესმა ამ დღეებში და რა უნდა მოხდეს შემდეგში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის მეთაური წერილი „ტფილისი, 15 თებერვალი, 1920 წ.“.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვასილის ასული გურიელი ლევან დავითის ძე გურიელის მეუღლე იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 10 მაისს ლევან დავითის ძე გურიელი გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისს, ღამე, გაქურდეს პეტრუზ მარქაროვის ღვინის სარდაფი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერწოს ხეობაში გზის დაგებას ზედამხედველობდა როსტომ ავალიანი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ დავით გიორგის ძე ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული 4-მოქმედებიანი პიესა „მეორედ გაყმაწვილება“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. სვიმონოვმა ლინდენის სახლის მძარცველები იპოვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 დეკემბერს ოზურგეთში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენიდან მიღებული თანხიდან წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველ ერმილე ნაკაშიძეს 42. 90 მანეთი გაუგზავნეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბაბალოვი ივანე მაჩაბლის დაკარგვის ამბავს იძიებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი ყელის, ყურისა და ცხვირის დაავადებებს მკურნალობდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იოსებ მელიქიშვილს სასახლის ქუჩაზე შპალერების საწყობი ჰქონდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვარს გენერალი ანტონ დენიკინი გადააყენეს და მის ადგილას გენერალი ივან რომანოვსკი დაინიშნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მაისს თბილისის მოქალაქე თომა საიფოვს სახლის ჭერი ჩამოექცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვის დროს აღნიშნა, რომ ამ კანონით ისარგებლებდნენ საქართველოში დამკვიდრებული უცხოელები, რომელთაც სურდათ მოქალაქეობის მიღება, ისინი ეცდებოდნენ მიწების დასაკუთრებას და დიდი ნაწილი მათ ხელში გადავიდოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვისას განაცხადა, რომ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა და ამიტომ გლეხებისთვის არ უნდა მიეცათ მიწის თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის უფლება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის დეკრეტს, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი მიზანი იყო კერძო საკუთრების მოსპობით გლეხებისთვის ეკონომიკური უფლებების მოპოვება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამას დაემატა მიწების თავისუფლად გაყიდვაც, რაც რევოლუციის დასამარება იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიამ დამფუძნებელი კრების სხდომაზე მუშა-მოსამსახურეთა უმწეო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სატარიფო პალატის მიერ დადგენილი ხელფასების 60-პროცენტიანი ზრდა ვერ გაათანასწორებდა მოსამსახურეთა მდგომარეობას და ეს არც იყო საჭირო, რადგან არ ემხრობოდნენ თანასწორობისა და ერთნაირი მდგომარეობის იდეას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარე პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებით მომხსენებელმა ბიქტორ თევზაიამ მუხლობრივად წაიკითხა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო მოხელეებს 1-ლი თებერვლიდან ემატებოდათ 30-60 პროცენტი ხელფასის ოდენობის მიხედვით (60 % – ვინც იღებდა 1 500 მან., 55 % – 1 800 მან., 50 % – 2 000 მან., 40 % – 2 400 მან., 35 % – 3 000 მან., და 30 % – 3000 მანეთზე მეტს). კანონი ვრცელდებოდა მინისტრებსა და დამფუძნებელი კრების წევრებზეც. სამოქალაქო და საზოგადო მოსამსახურეებს იგივე წესით ემატებოდათ 1-ლი იანვრიდან, რაც გამოიწვევდა დამატებით ხარჯს – 21 847 094 მანეთს. იგივე წესი გავრცელდებოდა გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეებზე, დამატებითი ხარჯი – 80 731 570 მან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზენინგი იყო ფოსტა-ტელეგრაფის ამბულატორიის აფთიაქის გამგე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტერ-ისრაელიანცი იყო ექიმი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბუჩია იყო ბებია-ფერშალი.