რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განხილული საკითხები ხელმოწერით დაადასტურეს საზოგადოების წევრებმა: ივანე რატიშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე შავი ქვით ვაჭრობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე ვერის წმინდა იოანეს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის იანვარში არისტო ვასილის ძე ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 40 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის წიგნი „მამიდა ასმათი“ 20 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. ტატიშვილს ავაზაკები დაესხნენ თავს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის იანვარში პ. კვიცარიძის გრამატიკის სახელმძღვანელო „ორ-მეტყველება“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 45 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან ჩუბინიძეს ზესტაფონში სამიკიტნო ჰქონდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ტიგრანოვი თბილისის საპატიმროს კომიტეტის ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე მოსეშვილი ადრე ხორცით ვაჭრობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით თ. სუმბათაშვილისთვის წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენის გადაცემა გადაწყდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გ. წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ 1881 წელს კავკასიიდან საზღვარგარეთ გაიტანეს ნახევარი მილიონი ფუთი შავი ქვის მადნეული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ თბილისში აღმოაჩინეს 1660 წელს რომში დაბეჭდილი სომხური წიგნი, რომელშიც განხილულია სომეხთა ტიბიკონი, კათოლიკეთა ისტორია და ქართველ მეფეთა მიერ რომის პაპებისთვის გაგზავნილი წერილები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბაბალოვმა არშაკ ხოჯანიათოვი საკუთარ სახლში დააკავა. ხოჯანიათოვი მოპარული თანხის ნაწილს სახლში ინახავდა, ნაწილი კი მედუქნე ულიბეგოვისთვისა და ნიკოლა ბადალოვისთვის ჰქონდა მიცემული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 აგვისტოს ინჟინერ გლინოეცკის არშაკ ხოჯანიათოვმა 18 000 მანეთი მოჰპარა. ქურდობა მიხეილის ქუჩაზე მდებარე კონკაში მოხდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 17 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამზრუნველო კომისიამ განიხილა და მოიწონა არისტო ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების დასს აკაკი წერეთლის „თამარ-ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 1-ელი ნოემბრიდან სამეგრელოს საქალაქო სასწავლებლის პედაგოგი ავთანდილ იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

