საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81959

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ სოლომონის ასული კოპაძე-კვეზერელი დავით იაკობის ძე კოპაძის მეუღლე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით მარიამ სოლომონის ასული კოპაძე ნაცნობებსა და ნათესავებს აცნობებს, რომ 16 მაისს, დილის 10 საათზე წმ. მამა დავითის ეკლესიაში გადაიხდიდნენ ორმოცის წირვას მიცვალებულ დავით იაკობის ძე კოპაძის სახელზე.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კ. სერობიანცი თბილისის ხელოსანთა მოურავი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თბილისის გუბერნატორმა ხელოსანთა მოურავ კ. სერობიანცს უბრძანა, ბანკიდან თანხა გამოეტანა და სახელოსნო გამგეობის მოხელეებისთვის რამდენიმე თვით დაგვიანებული ჯამაგირი დაერიგებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის პილიცმეისტერს სასამართლოში მუხარინსკის გალახვის შესახებ დამატებითი ცნობები წარუდგენია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად გამართულ ღონისძიებებს ელინიდა თოფურია ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვერა ერისთავისა ფოთში საქველმოქმედო წარმოდგენის გამართვას გეგმავდა. შემოსული თანხით ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტს დაეხმარებოდნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, შალვა დადიანი ქუთაისის ქართული დრამატული დასის გამგე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისის ქართული დრამატული დასის გამგე შალვა დადიანი ოზურგეთში თეატრალური წარმოდგენის გასამართად ჩავიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ხუმელაგის მოსახლეობამ თანხა შეაგროვა, რომ კავკავის მაზრის უფროსის სმეკალოვის პატივსაცემად დოღი გაემართათ.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს სმეკალოვი კავკავის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის პროკურორმა ჩაიკოვსკიმ ხაზინადარ ივანოვის შესახებ ცნობები გაგზავნა რიგასა და სხვა ადგილებში, რომ გამოჩენის შემთხვევაში დაეკავებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რიგაში დააკავეს თბილისის ხაზინადარი ივანოვი, რომელმაც ხაზინიდან 313 000 მანეთი მოიპარა და გაიქცა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ჩაიკოვსკი თბილისის პროკურორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 19 მაისს ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო ქართული დრამატული დასის მსახიობების დახმარებით გამართავდა სამმოქმედებიან წარმმოდგენას „ყარამანნი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ისტორიული პოემა „არჩილიანი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 აპრილს კავთისხევის მასწავლებელთა თაოსნობით აღნიშნეს სკოლის დაარსების 10 წლის იუბილე, რომელსაც დაესწრნენ სკოლის მოსწავლეებიც. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დავით ბარნაბიშვილი, ასევე სკოლის ყოფილი მოსწავლეები: მართა, ანნა და მაშო შაყულაშვილები, კოლა კანდელაკი, მარიამ მაღალაშვილი და შაქრო ცხვედაძე, რომელმაც ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ ისაუბრა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 11 მაისს ავლაბარში დააკავეს ჯარისკაცი ტომჩიკი, რომელსაც გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა „ბერდანას“ თოფის ტყვიები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მაისის გაზეთ „Русскй Курьеръ“-ს ცნობით, მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი სოკოლოვი მთების მოძრაობის შესასწავლად კავკასიაში აპირებდა წასვლას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ვალერიან გუნიას გამოსათხოვარი წარმოდგენები – „პოეტი და კოროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე გრიგოლის ძე კაციტაძე ოზურგეთის საქალაქო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოსმა პალადიმ თბილისის სასულიერო სემინარიას 15 თუმანი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფედოროვი ქუთაისში ბუღალტრად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 18 იანვარს სტამბოლიდან გამოვიდა გემი „სამეგრელო“, რომლითაც მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვს მოასვენებდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვით ვაჭრობა პირველად პავლე მოსეშვილმა და გედევან ჩუბინიძემ დაიწყეს.