საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ სილოვან თომას ძე ხუნდაძემ არისტო ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მატვეევი ქუთაისის გუბერნიის მმართველობის მწერლის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ახალგაზრდა რევოლუციონერ სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძეს ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი ჰქონდა დამთავარებული.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 იანვარს დრამატულმა საზოგადოებამ ქართულ თეატრის წარმოდგენაზე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები მიიწვია. წარმოდგენილი იქნებოდა აკაკი წერეთლის დრამა „თამარ-ცბიერი“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ მიკლაშევსკი ინჟინერი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს საბაშვილს ბათუმში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფონ კრუზე თბილისში 1890 წლის 1-ელ იანვრამდე სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკის გახსნას აპირებდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 17 იანვარს დიდუბეში ილია კვაჭაძესა და ირაკლი დოლიძეს 127. 65 მანეთის ნივთები მოჰპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი შექსპირის „ჰამლეტი“ 30 კაპიკად იყიდებოდა, „ოტელო“ — 50 კაპიკად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 იანვარს ნ. და გ. ჩიკვაიძეებს მუშტაიდის ბაღის ბუფეტი უნდა გაეხსნათ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რატჩენკო ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიის რეგისტრატორი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 19 ნოემბერს ინჟინერი ძერჟანოვსკი ცხენის რკინიგზის ახალი ვაგონების გამოცდის პროცესს ესწრებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში დადგმულ სპექტაკლში „ჟან-ბოდრი“ კოტე ყიფიანი მდიდარი მოხუცის, ჟან-ბოდრის, როლს ასრულებდა, კოტე მარჯანიშვილი – ჟან-ბოდრის შვილობილ ოლივიეს, ნინო ჩხეიძისა – ანდრეს როლს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის შემოდგომაზე ქალაქისთავის მოადგილე ივანენკომ ხელოსნებისთვის დაწესებული გადასახადის გადახდის თაობაზე გუბერნატორს თავისი აზრი მოახსენა: ხელოსნებს გადასახადი შემოსავლის რაოდენობის მიხედვით უნდა გადაეხადათ, ხოლო ქარგლები საერთოდ გათავისუფლებულიყვნენ ამ გადასახადისგან.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისს ექიმმა რუდკოვსკიმ და პოლიციის მოხელეებმა ბაზარში დაათვალიერეს ტრაქტირები და ყასბის დუქნები, სადაც ჭურჭელი და თვით სადგომები სუფთა აღმოჩნდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფედოროვს, სპიროვს, მატვეევსა და რატჩენკოს ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიიდან ყალბი ქაღალდების მოპარვა და ხაზინიდან 6 810 მანეთის გამოტანა ედებოდათ ბრალად.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბაჟანოვი ბაქოს ოლქის სასამართლოს პროკურორი იყო.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის 1-ელი ივლისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, კოლეგიის მდივან სარქისიანს იმავე დეპარტამენტში უმცროსი „სტოლნაჩალნიკის“ თანამდებობაზე ნიშნავდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 ნოემბერს სადახლოსთან ყარსის რკინიგზის ინჟინერ ბალინსკის თავს დაესხნენ და თბილისის ხაზინიდან წამოღებული 10 000 მანეთი წაართვეს. პოლიციამ ამ საქმეზე სპირიდონ იშხნელი და ოვაქიმ ანტონოვი დააკავა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კონსტანტინე ბაქრაძის ინიციატივით ქუთაისში თბილისის დრამატული საზოგადოების კერძო განყოფილება გაიხსნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისს ქალაქის ექიმმა ვერმიშოვმა და პოლიციის მოხელეებმა დაათვალიერეს ტრაქტირები, რესტორნები, დუქნები, ლუდხანები, საკონდიტრო მაღაზიები და სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებები, რათა დაედგინათ რამდენად ხარისხიან სანოვაგესა და ჭურჭელს იყენებდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში მდებარე სხვადასხვა მამული მოტყუებით ვაჭრებმა ჩაიგდეს ხელში, რის შესახებაც ვ. მაჩაბელმა განაცხადა, რომ ქონების მიტაცების მოსასპობად აუცილებელი იყო თავად-აზნაურებს უმაღლესი მთავრობისთვის დახმარება ეთხოვათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონმა გორში მდებარე დედათა პროგიმნაზიის სასწავლებელს შენობა უსასყიდლოდ გადასცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 მაისს მეცხრე განყოფილების ბოქაულმა და ექიმმა მრევლოვმა დაათვალიერეს „семейиый садъ“-ის ბუფეტი და სამზარეულო. სანოვაგე ხარისხიანი აღმოჩნდა, ჭურჭელი მოკალული, ხოლო სამზარეულო სუფთა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისს ექიმ ქანანოვის მეეტლემ ანდრია ბოლდივერმა გაუფრთხილებლობით ეტლის ქვეშ მოიქცია პატარა ბავშვი, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა, თავად ბოლდივერი კი პოლიციამ დააკავა.