საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81948

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, დავით მარკოზის ძე აბაშიძე, მიხეილ გიორგის ძე კულულაშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სცენისმოყვარეთა წრემ გამართა 6 წარმოდგენა, რომლებშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: თ. ფუასისა, ევგენი კაკაბაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნატალია იოსელიანი, ტრიფონ შუბლაძე, გრიგოლ რაზმაძე, ალექსანდრე ჩხუბიანი, გრიგოლ გორდელაძე, ალექსანდრე ფრუიძე, ოლღა მოზდოკელოვი, ელენე ჩხუბიანი, ვასილ ქუმსიაშვილი, მიხეილ კანდელაკი, გრიგოლ მიხეილის ძე ხელაშვილი, მარიამ აგუნდიევა, სოფიო ჩიტაძე, მარიამ კობახიძე, იაკობ ვაშალომიძე, ვლადიმერ აფრიამოვი, ოლღა თაუროვი, კონსტანტინე კახიანი და სხვ.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ალექსი ანტონის ძე ჩიქოვანი, ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილი და გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე მიხეილის ძე პაატაშვილი, ქრისტეფორე გიორგის ძე ბურჭულაძე, სვიმონ ალექსანდრეს ძე მაღრაძე, კონსტანტინე ფილიპეს ძე ყაზახაშვილი და ივანე იოსების ძე ევსტაფიევი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სცენისმოყვარეთა წრის რეჟისორი იყო ევგენი კაკაბაძე, გამგეობის წევრები – თ. ი. ფუასისა, მარიამ ფუასისი, ვარლამ ბურჯანაძე, ტრიფონ შუბლაძე, გრიგოლ რაზმაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, დავით პეტრიაშვილი, მარიამ ესტატეს ასული პაატაშვილისა, მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი და იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, ლონგინოზ ნიკოლოზის ძე ზაუტაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილი და ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს თელავის განყოფილების წევრები იყვნენ: მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკი, მარიამ როსტომის ასული რცხილაძისა, დავით ივანეს ძე ძაძამიძე, გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, დიმიტრი იოსების ძე გაგუნაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, შუამთის მონასტრის მღვდელ-მონაზონი, იღუმენი ნიკოლოზი და დეკანოზი იოანე შიუკაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: დავით გრიგოლის ძე აბელაშვილი, ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი, მიხეილ ესტატეს ძე საყვარელიძე, ნინო პეტრეს ასული კიკვიძისა და მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: თამარა ნიკოლოზის ძე მაჩაბელი, ანა ედიშერის ასული რეზნიკოვისა, მიხეილ გიორგის ძე ხომიზურაშვილი, იოანე მრევლიშვილი და ვასილ ბესარიონის ძე კახიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი, ალექსანდრე მარკოზის ძე კევლიშვილი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და ესტატე მიხეილის ძე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ილია რომანის ძე ლომიძე, ტრიფონ გრიგოლის ძე ბააკაშვილი, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანისა, ქაიხოსრო დავითის ძე მაჭავარიანი და სვიმონ თევდორეს ძე მუმლაური.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ელენე გიორგის ასული სულხანიშვილი, ბარბარე ნიკოლოზის ასული იორამიშვილი, ბარბარე პაატას ასული სულხანიშვილი, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი, შუამთის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნესტორი, დავით პეტრეს ძე ლუკაშვილი, ილია პავლეს ძე გორდეზიანი და თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის ქალთა პროფესიულ სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა სოფიო ჩიტაძის ასული, ჭრა-კერვას – ფეოქტისა ბავკუნოვისა; სკოლაში 19 მოწაფე სწავლობდა – 17 ქართველი და 2 რუსი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ, რომლიც მდივანი იყო ივანე პაატაშვილი, 1913 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში გაუგზავნა.

1913

ტიპი: განათლება

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის საკვირაო სკოლაში 15 მოსწავლე ირიცხებოდა, ასწავლიდნენ ივანე ჩხუბიანი და ვარლამ ბურჯანაძე. სკოლამ მხოლოდ 3 თვეს იარსება.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 სასწავლო წელს ბარონესა ეკატერინე ალექსის ასულმა ისკულისამ 16 მანეთისა და 46 კაპიკის ღირებულების 27 წიგნი შესწირა კავკავის სკოლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.

1913

ტიპი: განათლება

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის სკოლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შესწირეს: ვ. ჯაფარიძემ – 3 წიგნი (2 მან.,50 კაპ.), ი. ჩხუბიანმა – 40 წიგნი, პავლე ფორაქოვმა – 1912 წლის ჟურნალი "კლდე", ლევანტი სოხაძემ – 6 მან.,50 კაპ. გაზეთ "რუსკოე სლოვოს" გამოსაწერად. გაზეთ "ზაკავკაზიეს" სკოლა უფასოდ იღებდა 3 თვის განმავლობაში.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს კავკავის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ინიციატივით ლექციები წაიკითხეს ვარლამ ბურჯანაძემ („ილია ჭავჭავაძე როგორც ბელეტრისტი და საზოგადო მოღვაწე", „ქართული სიმღერების შესახებ", „ალ. მესხიშვილის 30-წლიანი მოღვაწეობის გამო", „ეგნატე ნინოშვილი როგორც რეალისტი"), კიტა აბაშიძემ („გრიშაშვილის პოეზიის შესახებ", „ს. შანშიაშვილის პოეზიის შესახებ", „არჩილ ჯორჯაძე") და გრიგოლ რობაქიძემ („შოთა რუსთაველი").

1913

ტიპი: თანამდებობა

1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 5 პედაგოგი იყო: ვ. ბურჯანაძე (I განყოფილებაში), ნატალია კლიმენტის ასული იოსელიანი (II განყოფილებაში), მარტამდე – გრიგოლ რაზმაძე და მარტიდან – გრ. გორდელაძე (III განყოფილებაში), ტრიფონ მ. შუბლაძე (IV განყოფილებაში); საღვთო სჯულს ყველა განყოფილებაში მღვდელი გიორგი ნათაძე ასწავლიდა; ავადმყოფობის დროს მასწავლებლებს ივანე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ენაცვლებოდა.

1913

ტიპი: განათლება

კავკავის ქართული სკოლის (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, ცალკე გამოიყო საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც მომარაგდა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, მათ შორის იყო ჟურნალები – "ჯეჯილი" და "ნაკადული". მასწავლებლები შინ ატანდნენ წიგნებს წასაკითხად, მოწაფეები კი ვალდებულნი იყვნენ, წიგნთან ერთად, წაკითხულის შინაარსიც ჩაებარებინათ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების სალაროდან სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშზე დაიდო 347 მან. 77 კაპ., წიგნის მაღაზიას ვალად მიეცა 300 მან., ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე დაიხარჯა 31 მან. 55 კაპ., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სახელობის სტიპენდიატის სწავლის საფასური იყო 30 მან., საკანცელარიო წიგნები და ბლანკები 5 მან. 15 კაპ. დაჯდა, ავეჯი − 12 მან., წვრილმა ხარჯმა (საფოსტო, მოსალოცი დეპეშები, პანაშვიდები და სხვა) შეადგინა 45 მან. 52 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.