საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82070

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გამოდიოდა იუმორისტული ჟურნალი „ჭინჭარი“, რომლის გამომცემელი და რედაქტორი იყო მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელის ინიციატივით ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადაკეთდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს სახალხო სახლში იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილმა პირველად გამოიყვანა 50-ქალიანი გუნდი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქობულეთში ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ შეწირული წიგნებით ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლებში ალექსი ალექსიძე ბათუმის დრამატული დასის წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი შეადგენდა 75 მანეთს, გასავალი – 33 მანეთსა და 12 კაპიკს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 165 მანეთსა და 07 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 47 მანეთსა და 54 კაპიკს.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის 10 იანვარს სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს 40 მანეთი გადაუხადა იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვის პროცესიის სურათებში.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს კერძო მასწავლებლის, ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის თბილისის მეოთხე გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასის დამთავრების ატესტატი (საბუთი №232) და კეთილსაიმედოობის მოწმობა (საბუთი №10 060).

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მოწმობა (№10060) დირექციაში შენახულ საქმეს დაურთო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის ატესტატი გაუგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ საზოგადოების 17 იანვრის თხოვნის შესაბამისად კერძო მასწავლებელი ნინო მონადირაშვილი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.

1913

ტიპი: ღონისძიება

ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ − მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.

1913

ტიპი: სტატუსი

1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის ეგნატე მენთეშაშვილის თაოსნობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქვემო მაჩხაანის ფილიალის დამფუძნებელთა კრება, რომლის ოქმშიც წარმოდგენილია ოცდაათი ნამდვილი წევრის სია: ელენე ბოსტაშვილი, მღვდ. მიხეილ მენთეშაშვილი, გრიგოლ ლაპიაშვილი, გიორგი ბერძნიშვილი, იაკობ მენთეშაშვილი, სვიმონ ჯანყარაშვილი, მღვდ. იოანე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ კორაშვილი, მოსე ჯალიაშვილი, ვასილ ალადაშვილი, კონსტანტინე ნასრაშვილი, ზაქარია ფაშალიშვილი, რაჟდენ ჯალიაშვილი, მიხეილ ჯანყარაშვილი, იოსებ ქადაგიძე, მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მასწ. ილია მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ინაშვილი, სოლომონ კურცხალია, აბრამ მატიაშვილი, ალექსანდრე თათარაშვილი, დიმიტრი გონაშვილი, ვასილ ნადირაშვილი, ოლღა ნატროშვილი, ნიკოლოზ მელექსიშვილი, მიხეილ ზედელაშვილი. კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია ალექსანდრე ინაშვილი და მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, თავმჯდომარედ – მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი.

პირები
გიორგი თევდორეს ძე ბერძნიშვილი გრიგოლ (გიგო) მალხაზის ძე ლაპიაშვილი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია ალექსანდრე დავითის ძე ინაშვილი ივლიტა (იტო) მიხეილის ასული მენთეშაშვილი ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი (ნადიროვი) ილია იოსების ძე მენთეშაშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე მენთეშაშვილი ლუკა ნაცვლიშვილი მიხეილ ზედელაშვილი ნიკოლოზ პაატას ძე მელექსიშვილი ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი აბრამ ილიას ძე მატიაშვილი იოსებ დიმიტრის (ტატოს) ძე ქადაგიძე მიხეილ ივანეს (წყალობას) ძე ჯანყარაშვილი რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი ზაქარია (შაქრო) ილიას ძე ფაშალიშვილი კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ნასრაშვილი ვასილ (ვასო) ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი იოანე (ივანე) მენთეშაშვილი სვიმონ (სიკო) გლახას ძე ჯანყარაშვილი იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი
წყარო

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 24 იანვარს წიგნსაცავის გამგე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ წიგნსაცავ-მუზეუმისთვის ნივთებისა და წიგნების დასალაგებლად საჭირო იყო კარადები. გამგეობას სთხოვდა ხუთი კარადის საფასურის, ოცდახუთი თუმნის გადახდას.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთის განყოფილებამ მიიღო მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ორი წიგნი: ერთი საკვიტანციო და მეორე, ყოველდღიური ანგარიშის ჩასაწერი. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, იმ დროისთვის გუდაუთაში არსებობდა ერთი სამონასტრო დაწყებითი სკოლა, ერთი სასულიერო და ერთიც კერძო გიმმნაზია. ამ სასწავლებლებში, სადაც ქართველთა შვილებიც დადიოდნენ, ქართულს საერთოდ არ ასწავლიდნენ და ბავშვები მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას. ამის გამო მეტად მნიშვნელოვანი იყო გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა და ადგილობრივი განყოფილება ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის უმთავრესი მიზანი იყო დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გუდაუთის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო გასული წლის 20 დეკემბრიდან და წლის ბოლომდე ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. ამ მოკლე პერიოდში გამგეობა ზრუნავდა ახალი წევრების შემომატებაზე და გეგმავდა 1913 წლის 14 იანვარს (ნინოობაზე) საღამოს გამართვას. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი, გაუგზავნა 1912 წლის მუშაობის ანგარიში.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის ბოლომდე გამგეობამ განიხილა ორი საქმე: გამგეობის ცხრა წევრს დავალებული ჰქონდა ახალი წევრების მოზიდვა; ამავე წლის 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, გამართეს საღამო. შემოსული თანხა მთლიანად განყოფილებას უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერს  გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.