რეგისტრირებული ფაქტები82104
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ მოსეს ასულ არწრუნს თბილისში, ვანქის ქუჩაზე (№39), ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ მოსეს ასულ არწრუნის თბილისში, ვანქის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს (№39) ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა პროკლეს ასულ იოსელიანის ნავთლუღში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, ბაღჩითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო კოპალაძეს სურდა ეკატერინე მესხის სტამბაში წიგნი დაებეჭდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს კავკასიის გზათა ინჟინრების მმართველობამ მტკვრის გამოკვლევა და ხეებისგან გაწმენდა ინჟინერ ლაცინიკოვს დაავალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ ივანეს ძე ბერიძეს არსენალის აღმართზე (№13) ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში. ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში მათე გაბრიელის ძე რუსიძესთან მიმდინარეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილთან მიმდინარეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს განიხილავდნენ მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისას საკასაციო საჩივარს თბილისის სასამართლო პალატის 1919 წლის 29 აპრილის (6 მაისის) დადგენილ გადაწყვეტილებაზე: „მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისას ივანე იაგორის ძე კარაჯევთან 38 000 მანეთის თაობაზე სარჩელის შესახებ“.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის მაისში იოსებ როსტომოვს, რომელიც გომში, დუქანში ვაჭრობდა ჰქონდა ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მაისს გომში გატეხეს იოსებ როსტომოვის დუქანი, საიდანაც წაიღეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ესტატე თარხან-მოურავი თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამსახურიდან თავისი სურვილით გაათავისუფლეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს დ. კილაძემ 22 ქართული წიგნი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე მარტიროსის ასულ ენფიანჯიანცისას თბილისში, აბანოების ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დიმიტრი სიმონის ძე ჩუტკერაშვილს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო იოსების ასულ გულიშამბაროვსა და სიმონ, სტეფანე, რუბენ და ვასილ იოსების ძე გულიშამბაროვებს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ბატურინს მარიამ ღოღობერიძის სახლის გაქურდვის ბრალდებით ეძებდნენ.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ნიკოლაევი, სტეფანე სილიავინი და ანდრია სობოლევი გამომძიებლის განკარგულებით საპყრობილეში ჩასვეს.