რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Новое Обозръние“ იუწყებოდა, რომ დავით ჩუბინაშვილი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად კავკასიაში აპირებდა ჩასვლას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი დანიშნავდა თარიღს თუ როდის უნდა ჩატარებულიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საერთო კრება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ზაქარია ჯორჯაძეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა გაბრიელ თამამშევს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ტატიანა ნიკოღოსოვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ ივანე შადინოვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო ჟორდანიამ შეადგინა ვრცელი ქართული გრამატიკა, რომელიც შემოდგომისთვის მზად იქნებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ჰენრიხ გოტლიბის ძე როლოვის თბილისში, კახეთის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ჰენრიხ გოტლიბის ძე როლოვს თბილისში, კახეთის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე აღნიაშვილი ლეჩხუმის სამხარეო სასამართლოდან შორაპნის მაზრაში გადავიდა სამუშაოდ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ და კონსტანტინე ანტონის ძე ღლონტებს დუშეთში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პოღოსა სვიმონის ძე ალტუნოვს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი და ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კარაპეტ სერგეის ძე აკოფჯანოვს ახალციხეში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, დამატებითი შენობით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ხეჩატურ მიკირტიჩას ძე ყაზაროვს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ფლიგელით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკიტა მოსეს ძე შაგიდანოვის ბაქოში, გუბერნიის, სპარსეთისა და ფოსტის ქუჩებზე, მდებარე ქვითკირის 3 ორსართულიან სახლს სარდაფებით, 3 ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე იაგორის ასულ აგარანოვისას თბილისში, ფომინის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

