რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა ყარამან ელჩიას ძე ელჩიევის განჯაში მდებარე სახნავ-სათეს ნაკვეთს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ხაჩატურ არუთინის ძე ბარამოვს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ოთხი ერთსართულიანი დუქანი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ მოსეს ძე ჩიკვაიძეს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, ორი ერთსართულიანი მიშენებით, ფურნით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სვიმონ ივანეს ძე ყარაბეგოვს სოლოლაკში ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ტერ-სააკ ივანეს ძე იოანისიანცს გორში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიშენებით, ბაღითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით გიორგი ზაალის ძე ყიფიანი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ბუღდან კარახანიანცი თბილისის გუბერნიის სამმართველოში გადმოიყვანეს კანცელარიის მოხელედ. იგი ჯამაგირის გარეშე მუშაობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა იოსებ მოსეს ძე ჩიკვაიძის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, ორი ერთსართულიანი მიშენებით, ფურნით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა ხაჩატურ არუთინის ძე ბარამოვის ერევანში, თაფაბაშინის უბანში, მდებარე ქვითკირის ოთხ ერთსართულიან დუქანს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრა ტიმოთეს ასულ ზლობინის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს საწყობით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის პირველი მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, არსენ გედევანიშვილი გორის მაზრის მეორე ოლქის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე საზოგადოებას დარჩენილი ჰქონდა 1692.37, გაიცა 1571.5. მანეთი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის „პირველდაწყებითი საარითმეტიკო სახელმძღვანელო“ იბეჭდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვმა სამურზაყანოს სკოლებს მოსწავლეებისთვის 319 მანეთის ნივთები შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ გიორგის ძე სეგმანოვის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს და 3 დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გაიოზ ბესარიონის ძე ძიმისტაროვს კუკიაზე ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელით, 3 ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ გიორგის ძე სეგმანოვს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი და 3 დუქანი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა ტერ-სააკ ივანეს ძე იოანისიანცის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიშენებით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.

