რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის სექტემბერში ექიმი ივანე დიმიტრის ძე ბოკერია ქუთაისის ქირურგიულ და ქალთა სნეულებების საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის სექტემბერში ნოე თოიძემ ლიხაურში ასწლოვანი მუხის ხის ქვეშ სკამის გასაკეთებლად 50 მანეთი გაიღო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე ევგენი მიხეილის ძე კრინიცკი გახდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ალექსანდრე გრიგოლის ძე მელია, გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, გიორგი პავლეს ძე ნიკიტინი, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი და ილია ივანეს ძე ფერაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ოფეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრამეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: გრიგოლ რცხილაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე მგელაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ და ითხოვა 20 თუმნით დახმარება. გამგეობამ მათ 10 თუმანი გაუგზავნა და სკოლის შეკეთების ხელმძღვანელობა თავად კ. სეხნიაშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ მოხსენება გააკეთა ფილიპე მგელაძემ, რომლის საფუძველზეც გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მზრუნველ არისტოფანე რამინიშვილისთვის, მიეღო მნიშვნელოვანი ზომები სკოლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაითხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამ პერიოდში სკოლაზე თვალ-ყურის დევნება გრიგოლ ბურჭულაძეს დაევალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, რომ სურვილი აქვს სკოლის ეზოში გააშენოს ბაღი, რისთვისაც გამგეობას სთხოვს ფულით დახმარებას, რომლითაც შეიძენს საჭირო ხელსაწყოებსა და ნამყენებს, ასევე სკოლისთვის სჭირდებათ რამდენიმე მერხი. გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მასწავლებლისთვის გამოეგზავნა მერხების ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ბაღის გაკეთებისთვის დახმარება მოეთხოვათ თავად სოფლისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ შემოდგომაზე აპირებდა სკოლის გახსნას სოფელ ხელთუბანში და გამგეობას სთხოვდა 3-4 წლით დაეთმო მათთვის ყოფილი ქართული სკოლის შენობა, სანამ ახალ შენობას ააგებდა. გამგეობამ ინსპექტორის თხოვნა დააკმაყოფილა და 4 წლის ვადით დაუთმო ქართული სკოლის შენობა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მსახურმა ვანო დუშურაშვილმა სექტემბრიდან ხელფასის მომატების თაობაზე. გამგეობამ დაადგინა: ვ. დუშურაშვილისთვის ჯამაგირის მომატების გარეშე მიეცათ 5 მანეთი იანვრის თვემდე, ხოლო შემდეგ განიხილავდნენ ჯამაგირის გაზრდის საკითხს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოაგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

