რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიკირტუმ არუთინის ძე ერემიანცის ერევანში მდებარე ქვითკირის ერთ ორსართულიან სახლს და ერთ ერთსართულიანს ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე გიორგის ასულ თუხარელის, დარია და ანა დავითის ასულ თუხარელებისა და სოლომონ და იოსებ დავითის ძე თუხარელების თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო ივანეს ასულ ვოზნესენსკისას ბათუმში ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, მეზონინით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ივანეს ასულ ვოზნესენსკის ბათუმში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, მეზონინით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვახტანგ და ივანე გიორგის ძე ბარათაშვილებსა და ბარბარე გიორგის ასულ ბარათაშვილს თბილისში, რეუტის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელით, თავლითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ანა მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით ახალციხის დედათა სკოლის სასარგებლოდ გამართავდენენ წარმოდგენას „კინტო“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის აგვისტოში როსინსკი თბილისის სააბრეშუმო სადგურის ბაქტეოროლოგიური განყოფილების გამგე იყო. იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის აგვისტომდე პიტრულენკო თბილისის სააბრეშუმო სადგურის მეფუტკრე იყო. მან თანამდებობა გაურკვეველი მიზეზით დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის აგვისტოში კოვრაისკი თბილისის სააბრეშუმო სადგურის გამგე იყო. იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ზახაროვის ნაცვლად ხოპერის პოლკის ჯარისკაცთა უფროსად აკულოვი დაინიშნა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 2 ივნისს სამსახურიდან გამოსული ჯარისკაცი ივანე პილატოვი მტკვარში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მელიტონ მიხეილის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს მელიტონ მიხეილის ძე ჯაფარიძეს ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ ზიბერტს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ ალშვანგს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ლეიტცს.

