საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ გულასპოვს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ სეგალს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ ერვიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში კოვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში მირიანოვს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 მაისს ფოსტალიონი ალექსანდრე ულანცევი ცხენით მივიდა წერილის მისატანად გამგეობასთან, რა დროსაც მას ცხენი მოპარეს. დამნაშავე მალევე დაიჭირა პოლიციელმა უშაკოვმა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს მინა რევიშვილი სამტრედიის დეპუტატი იყო.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ, ანდრია და პეტრე ივანეს ძე იმნაძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფემია გიორგის ასული იმნაძე პეტრე იმნაძის მეუღლე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ეფემია გიორგის ასული, იაკობ და ანდრია ივანეს ძე იმნაძეები ატყობინებდნენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაცვლილ პეტრე ივანეს ძე იმნაძის პანაშვიდი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხეში მცხოვრები ტელეგრაფისტი პოპლავსკი მეხის დაცემის დროს გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 5 ივნისს კუკიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი პეტრე ივანეს ძე იმნაძე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ვ. წერეთელმა მოსკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლორთქიფანიძემ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, პეტრე მირიანაშვილის მოხსენება საზოგადოების ხარჯთაღრიცხვის შესახებ ნიკოლოზ ცხვედაძემ განსახილველად გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ექვთიმე თაყაიშვილმა, ვალერიან ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ, ივანე ზურაბიშვილმა — პეტრე მირიანაშვილის წინადადება სასკოლო კერძო რევიზორის თანამდებობის დამტკიცების შესახებ განსახილველად გადადეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეფრემ კოვალჩუკი თბილისის საფოსტო კანტორის ფოსტალიონად დაინიშნა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვს თბილისში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ზაფხულში სოფ. ახალქალაქში ელისაბედ თარხანოვის თაოსნობით ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ ორჯერ გაიმართა წარმოდგენა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი ჩინოვნიკი ალექსანდრე ბონდარენკო თბილისის საფოსტო კანტორაში გაანაწილეს სამუშაოდ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ხახუტააშვილმა თელავის საპყრობილეში სამკითხველო დააარსა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ნოსირში ბოქაულ თ. აბაშიძის განკარგულებით სოლომონ სახოკია დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვის დუქნიდან საათი და 5 მანეთი მოიპარეს.