რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ზაფხულში სოფ. ახალქალაქში ელისაბედ თარხანოვის თაოსნობით ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ ორჯერ გაიმართა წარმოდგენა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი ჩინოვნიკი ალექსანდრე ბონდარენკო თბილისის საფოსტო კანტორაში გაანაწილეს სამუშაოდ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ხახუტააშვილმა თელავის საპყრობილეში სამკითხველო დააარსა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ნოსირში ბოქაულ თ. აბაშიძის განკარგულებით სოლომონ სახოკია დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვის დუქნიდან საათი და 5 მანეთი მოიპარეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი რანგის ყოფილი ზედამხედველი მიხეილ შევცოვი თბილისის ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აბრამ კონსტანტინეს ძე ცქიმანაურის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს აბრამ კონსტანტინეს ძე ცქიმანაურს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პელაგია იოსების ასულ მჭედლოვისას თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, სამსართულიანი ფლიგელით, სამი ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს შუშანა გიორგის ასულ პაპაშვილს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სერგეი მარგელოვს ბაქოში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინოვისას თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ სვიმონის ასულ ზლობინისას ბაქოში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს უმცროსი ზედამხედველები დავით შამირანოვი და ევგენი ცვეტკოვი სააქციზო სამმართველოს უფროსი ზედამხედველის დამხმარეებად დანიშნეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ სვიმონის ასულ ზლობინისას ბაქოში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო ონიკაძეს თბილისში დუქანი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუბოვ ივანეს ასულ კლუჩარევისას თბილისში, არტილერიის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკო საფაროვას ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ 5-მოქმედებიანი კომედია „ისპანიელი აზნაური“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუბოვ ივანეს ასულ კლუჩარევის თბილისში, არტილერიის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის აგვისტოში ი. რუსიშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პეტრე ბოგდანის ძე ხოსროევს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და დუქანი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი და სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა შუშანა გიორგის ასულ პაპაშვილის თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.