საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ეფრემ ალექსანდრეს ძე ჩახუნაშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე დაიწყო სწავლა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრმა, ზურაბ გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო 1500 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრს, გიორგი ზდანოვიჩს საწევრო 100 მანეთი ერთიანად ჰქონდა გადახდილი.

1914

ტიპი: სტატუსი

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ანგარიშში 1914 წლის 1-ლი იანვრისთვის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: არტემ კვაჭანტირაძე, ისიდორე კვიცარიძე, დავით კვირკველია, ნესტორ კვარაცხელია, გიორგი კილაძე, სოფიო კიკაჩეიშვილი, ნიკო კილასონია, ანტონ კილასონია, ბაგრატ კიკნაძე, ოლღა კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილი, მელქისედეკ კობახიძე, იონა კობახიძე, ლუცია კოკოჩაშვილისა, ზაქარია კოკოჩაშვილი, მარიამ კონსტანტინოვისა, ვერა კორძაია, ნოე კორძაია, ალექსანდრე კრინიცკი, გრიგოლ ლაღიძე, ოლღა ლეკვეიშვილისა, სპირიდონ ლეკვეიშვილი, მარიამ ლაღიძე, ერმალო ლომიძე,, თამარ ლომიძე, ნინა ლომიძე, სოფიო ლორთქიფანიძისა, ანთიმოზ მაისურაძე, - ყველა მათგანს გადახდილი აქვს 1913 წლის საწევრო (3-3 მანეთი).

პირები
არტემ დიმიტრის ძე კვაჭანტირაძე ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე დავით ბესარიონის ძე კვირკველია ნესტორ კვარაცხელია გიორგი კილაძე სოფ(ი)ო იოსების ასული კიკაჩეიშვილი ნიკო კილასონია ანტონ კილასონია ბაგრატ დავითის ძე კიკნაძე ოლღა ბიქტორის ასული კლდიაშვილი დავით სიმონის ძე კლდიაშვილი მელქისედეკ (მექი) ისიდორეს ძე კობახიძე იონა სოლომონის ძე კობახიძე ლუჩია (ლუცია) იოსების ასული კოკოჩაშვილი ზაქარია პეტრეს ძე კოკოჩაშვილი მარიამ კონსტანტინოვისა ვერა ბესარიონის ასული კორძაია ნოე ლომინის ძე კორძაია ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე ოლღა ლეკვეიშვილისა სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი მარიამ ლაღიძე ერმალო ლომიძე თამარა ლომიძე ნინა ლომიძე სოფიო ლორთქიფანიძისა ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე
წყარო

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების მისაღებად კონკურსისთვის თხზულებები წარადგინეს კიტა აბაშიძემ, სიმონ ავალიანმა, სოლომონ თამარაშვილმა, მელიტონ კელენჯერიძემ, ლუკა რაზიკაშვილმა, მიხეილ ყიფიანმა და ნიკოლოზ ერისთავმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების მისაღებად წარდგენილი თხზულებების შესამოწმებლად სამი საკონკურსო კომისია აირჩიეს: ისტორიული, ფილოლოგიური და სამწერლო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის გამგე იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოს სკოლის პირველ განყოფილებაში პროგრამის მიხედვით არ ასწავლიდნენ.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს გაბრიელ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილისთვის სტიპენდია სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს რაისა ჩიხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილისთვის სტიპენდია სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ კავკავის სკოლის მასწავლებელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე 1913 წელს პედაგოგიური საბჭოს კრებებს არ დაესწრო და 260 გაკვეთილიდან მხოლოდ 133 ჩაატარა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი განვლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოს სკოლაში პრაქტიკულ გეოგრაფიას არ ასწავლიდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, სოფიო კულიკოვსკისამ საზოგადოებას 1000 მანეთი უანდერძა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის ჯამაგირი 1500 მანეთი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სკოლების მეთვალყურის, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძის ჯამაგირი 1800 მანეთი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვასილ გირიგოლის ძე ედილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტრის, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის ჯამაგირი 840. 70 მანეთი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე იოსების ძე გიუნაშვილის ჯამაგირი 600 მანეთი იყო.