საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეფემია, ოსანა და ნუნე ივანეს ასულ ზალიევებსა და ზაქარია, ხაჩატურ, ნიკოლოზ, სტეფანე, მიხეილ, იოსებ, არუთინ და ოჰანეზ ივანეს ძე ზალიევებს თბილისში, ელისაბედის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიშენებით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 თებერვალს გორის მცხოვრებ გაბო აბოვიანცის გვამი იპოვეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათოვს თბილისში, მამა დავითის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფემია, ოსანა და ნუნე ივანეს ასულ ზალიევებისა და ზაქარია, ხაჩატურ, ნიკოლოზ, სტეფანე, მიხეილ, იოსებ, არუთინ და ოჰანეზ ივანეს ძე ზალიევების თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიშენებით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბ. ხოსროევი პეტერბურგის ზღვევის საზოგადოების მთავარი აგენტი იყო თბილისში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რევაზ სარიდანის ძე მაჭავარიანს თელავში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რევაზ სარიდანის ძე მაჭავარიანის თელავში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ პავლეს ძე აკოფოვის ბაქოში მდებარე ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე სიდამონიძე თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომაზე მომხსენებელი დიმიტრი აფხაზი საჭიროდ მიიჩნევდა კანონის გამოცემას, რომლითაც 10 წლით აიკრძალებოდა ფაშატი ცხენების გაყვანა რესპუბლიკის საზღვრებიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს განიხილავდნენ ზალიკო, ბართლომე, კინტირია, ზებე, სპირიდონ, კალისტრატე და ბასილი (ბუხუტი) ჩოჩუების საკასაციო საჩივარს თბილისის სასამართლო პალატის 1919 წლის 24 მარტის დადგენილ გადაწყვეტილებაზე კასატორების ფოთის ქალაქის გამგეობასთან 10 000 მანეთის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევ ვასილის ძე მიხაილოვსკის ფოთში მდებარე ერთსართულიან შენობას მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლევ ვასილის ძე მიხაილოვსკის ფოთში ერთსართულიანი შენობა და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი გურგენის ძე ბებურიშვილის ქუთაისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, ორი ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს წლიურად 5 000 მანეთი პენსია დაუნიშნეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ სიმონის ძე საბაშვილს ბათუმში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იერემია სიმონის ძე დოლიძის ფოთში მდებარე ხის ორ ერთსართულიან შენობას მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძეს თბილისში, ელისაბედის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სამი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 3 თებერვლიდან ნიკოლოზ არღუთინსკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დანიშნეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი გურგენის ძე ბებურიშვილს ქუთაისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, ორი ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სალომე იოსების ასულ ეჯუბოვს, ალექსანდრე და გაბრიელ მიხეილის ძე ეჯუბოვებსა და სოფიო და ელისაბედ მიხეილის ასულ ეჯუბოვებს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი და  ერთსართულიანი სახლები ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სამი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.