რეგისტრირებული ფაქტები87606
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ემილია იაკობის ასულ ნაცვალოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე თაყაიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 თებერვალს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა ა. ი. სტოიანოვის თაოსნობით კონცერტი გამართეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მეშედ-მამედ-მირზა იუსუფოვს განჯის გუბერნიაში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მეშედ-მამედ-მირზა იუსუფოვის განჯის გუბერნიაში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „მშაკის“ ცნობით, 1888 წლის ივნისში გევორქ ბაშინჯაღიანმა ბაქოში თავისი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა 10 ცალი საკითხავი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო დავიდოვმა 25 ცალი რუსულ-ქართული ლექსიკონი და 6 ცალი ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დამამთავრებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კორდაკოვის ლოტბარობით საგალობელი შეასრულეს.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზელიონი საგეოგრაფიო საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევ. პრესნიაკოვი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მზრუნველი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მონასტირცევი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ: ეგზარხოსი პალადი და ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მათ მისვლა ვერ შეძლეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ: კირილე იანოვსკი, ევ. პრესნიაკოვი, ნიკოლაი დარსკი და მონასტირცევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ზელიონიმ წაიკითხა ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკის რეფერატი, რომელიც კავკასიის მთიულთათვის შედგენილ ანბანის ისტორიას ეხებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ალექსანდრე ბერიძე სამხატვრო ხელოვნების უკეთ შესამუშავებლად იტალიაში, მილანში გაემგზავრა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მართა ბეჟანის ასული დემუროვის მეუღლე დავით პავლეს ძე დემუროვი იყო.

