რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წელს ექიმ პრიანიშნიკოვის მკვლელობისთვის ბათუმში რამდენიმე პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განსვენებულის მეუღლე მათთვის სასჯელის პატიებას ითხოვდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სინსკი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის იანვარში თბილისში ა. პ. სემენცოვის ხელმძღვანელობით ვარშავის პოლიტექნიკუმის სტუდენტთა ჯგუფი აპირებდა ჩამოსვლას. ისინი თბილისიდან ალავერდის სპილენძის ქარხნის დასათვალიერებლად გეგმავდნენ გამგზავრებას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს სინსკიმ ნახუტურის სამრევლო სკოლის მასწავლებელს, კლემენტი ჭანტურიას საღვთო სჯულის რუსულად სწავლება შესთავაზა. ჭანტურია შეთავაზებას არ დასთანხმდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს სინსკიმ ფოთის ნახუტურის უბნის სამრევლო სკოლის მასწავლებლებს რუსულის გაკვეთილების სასწავლო წლის პირველი სქტემბრიდან დაწყება ურჩია. მასწავლებლები შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ანეპოდისტე აბრამიშვილი, კალისტრატე ჩიქვინიძე და ოჰანეზ ბარიგალიანცი სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ევგენი ჯაბუამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 აბაზი შესწირა, გრიგოლ არჯევანიძემ — 1 აბაზი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ათანასე ჩიქვინიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს აპოლონ მოსეშვილი, კოსტა კვინიხიძე და ტიტიკო ქემოკლიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქ. ხარაბაძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გიორგი ღამბაშიძე და სევასტი გველესიანი სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.

