რეგისტრირებული ფაქტები87600
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში სამსონ წივწივაძის საქმე უნდა განეხილათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში ვანო ღამაიას საქმე უნდა განეხილათ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა საქმე რაჟდენ გიგაშვილისა, რომელსაც გრიშა ახვლედიანის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სილიბისტრო დევდარიანს ოლქის სასამართლოსგან 12 წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში ქალთა წრის კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესახებ უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ლუკა მამალაძეს სოფ. ქვაბღაში ოთხი წლის წინ წერა-კითხვის სკოლა გაუხსნია და მასწავლებლად თვითონ დამდგარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ჩიტო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილმა ეკატერინე გაბაშვილის მოკლე ბიოგრაფია წაიკითხა და მისი რამდენიმე მოთხრობა განიხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ეკატერინე გაბაშვილისამ დამსწრეთ თბილისის ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლის ისტორია გააცნო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე გრიგოლ ლაღიძემ ილიას პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე თამარ ძნელაძემ ვიოლინოზე დაუკრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ირ. ამირაჯიბმა თარზე დაუკრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე გრიგოლ ვეშაპიძემ ილიას პუბლიცისტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ირ. ამირაჯიბმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიაზე ისაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ივანე ჩოლოყაშვილმა ლექსი „ქართლის დედა“ წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 და 4 ნოემბერს ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის ნათარგმნი ხუთმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავარანგელოზის ეკლესიის წარმომადგენლებსა და სოფიო მიქელაძეს ეკლესიის ტერიტორიაზე აშენებული სახლის გამო უთანხმოება ჰქონდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილის პატივსაცემად ნადიმის გამართვას აპირებდნენ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მინა მაისაშვილსა და ბაგრატ კვიკვიძეს ციხიდან გაქცევის განზრახვა და ამ მიზნით რკინის მოაჯირის გაჭრა ედებოდათ ბრალად.

