საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა რ. ქართველიშვილის ლექსი „შოთასებური“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3 ნოემბერს ბრალდებულ რაჟდენ გიგაშვილს ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3 ნოემბერს ქალაქის ოლქის სასამართლომ რაჟდენ გიგაშვილის საქმე განიხილა და ოთხწელნახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბერს ახალი სენაკის საკრებულოს დარბაზში აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ წარმოადგინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს უნდა წაეკითხა ლექცია ნიადაგის ქიმიური თვისებების შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის სტატია „ბრალდებულის უკანასკნელი სიტყვა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფიო მიქელაძეს მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში მდებარე სახლის დაცლის შესახებ ცნობა მიუვიდა. სახლი მეორე დღეს უნდა დაენგრიათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს იასონ გაბილაიას რედაქციით ყოველკვირეული ჟურნალი „შრომის კავშირი“ გამოვიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე ანტონ გიორგის ძე აბულაძემ სეილა მანუჩარის ძე ჭანტურიძეს დაპირებული 20 მანეთი მოსთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ე. ნ. ხეჩინოვისამ განსვენებული ივ. გველესიანის მემკვიდრეებს მამის ნაანდერძევი 200 მანეთის ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოებისთვის გადაცემის გამო მადლობა გადაუხადა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ვასილ ცხვიტარია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში გაგზავნეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ბიქტორ ლაზარია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში გაგზავნეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი მინადორა კუჭუხიძისა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 ნოემბერს თედორე პეტროვი ჭლექით გარდაიცვალა საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი დავით ზაქარაია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი სოკრატ შამათავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ჩ. კედია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 4 ნოემბრიდან გვალიამ ფოთში ნოტარიუსად დაიწყო მუშაობა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 4 ნოემბრიდან სმიტმა ფოთში ნოტარიუსად დაიწყო მუშაობა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 ნოემბერს სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი თეოფილე იოვანეს ძე ნინიკაშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 5 ნოემბერს ხონის მოვაჭრეებმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის გარდაცვალების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 5 ნოემბერს ხონში საზოგადო მოღვაწე ივანე სიმონის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს მიხეილ პაპისოვი საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს რაჟდენ ცანავა საგუბერნიო სატუსაღოდან სამუშაოდ თბილისში გაგზავნეს.