საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოხუმში გლეხთა კურიიდან დეპუტატის ამომრჩევლად აკაკი ჩხენკელი დაასახელეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვ. სალაძე და ფ. საბაშვილი დააპატიმრეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩავა, ვაჭარი, ქუთაისში მუშაობდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნადარეიშვილს ქუთაისში პურის საცხობი ჰქონდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პურის საცხობის გაძარცვაში ბრალდებული კოღუაშვილი დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენაკში დეპუტატის ამომრჩევლებად კიტა აბაშიძის სამივე მომხრე გაიყვანეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთი“ ელიზბარ სამსონის ძე წერეთლის გარდაცვალებას იტყობინება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის თვითმმართველობის დარბაზში გამართულ კრებაზე, რომელზეც სიმონ ალექსის ძე ქვარიანს უნდა ესაუბრა, ქალთა წრის წევრები და წევრობის მსურველები ჰყავდათ მიწვეული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ფილიმონის ძე ქორელის ნათარგმნ დრამებს – „აღსარებასა“ და „ფიფის“ კავკასიის სცენებზე წარდგენის უფლება დართეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ მელაძე ქუთაისში მზარეულად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოსმანა აჯი-ოღლი ქუთაისში მეპურედ მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გამრეკლიძემ ქალიშვილის მოტაცების გამო ივანე სირაძის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში საქალაქო სკოლის მასწავლებელი პ. ხრამცოვი გაძარცვის ბრალდებით დაიჭირეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პ. ხრამცოვი სიღნაღის საქალაქო სკოლის მასწავლებელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა მეპურეებს – არსენ კიკაბიძესა და ოსმანა აჯი-ოღლის პურის არსებულ ნიხრზე ძვირად გაყიდვისთვის ოქმი შეუდგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისს, ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილს ს. ფაღავას მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილი ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივ. ცნობილაძის კომედიას „მოტყუილებულნი“ კავკასიის სცენებზე წარმოდგენის ნება დართეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ალექსანდრე იმედაშვილმა სომხურიდან ქართულ ენაზე თარგმნა პიესა „დრამა ელეფონთან“.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს მევენახეობა და მეღვინეობა რუსეთსა და საფრანგეთში ჰქონდა შესწავლილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ადგილობრივ თეატრში საღამო უნდა გაემართა. საღამოს ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ექიმ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავას სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა ექიმი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ გაბრიელის ძე ფრუიძე ლეჩხუმის გლეხთა რწმუნებული იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 15 ოქტომბერს გრაფი ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი პეტერბურგიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო.