რეგისტრირებული ფაქტები87600
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსია გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1-ელ თებერვალს ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსიას ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა სტეფანეს ძე შელიავას ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ ივანეს ძე ციციანოვს ცხინვალში ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პეტრე მარკოზის ძე მარკოზაშვილს თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ივანეს ძე ციციანოვის ცხინვალში მდებარე ერთ ერთსართულიან და ერთ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ლ. მამულაშვილი ამიერკავკასიის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა სტეფანეს ძე შელიავას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ონისიმეს ასულ წულუკიძეს ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე იაკობის ასულ ნიკოლაძისას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კონსტანტინე სვიმონის ძე ერისთავს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კონსტანტინე სვიმონის ძე ერისთავის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თამარ ოქროპირის ასულ სულხანოვს, მარიამ და ნატალია იოსების ასულ სულხანოვებსა და ეკატერინე იოსების ასულ ჯავაევისას თბილისში, კიროჩნის ქუჩაზე, სართულნახევრიანი სახლი ჰქონდათ პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – მ. დ. კოჭლაძემ, ნ. დ. გრიგოლაშვილმა და დ. ი. კიკნაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 2-2 მანეთი შესწირეს, ზ. ი. მაყაშვილმა — 1 მან.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა იოსების ასულ მებურნუთოვსა და იოსებ დავითის ძე მებურნუთოვს თბილისში, კუკიაზე, ჰქონდათ ორი ერთსართულიანი სახლი სარდაფით, ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა გიორგის ასულ ელიავას თბილისში, ავლაბარში, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თამარ ოქროპირის ასულ სულხანოვის, მარიამ და ნატალია იოსების ასულ სულხანოვებისა და ეკატერინე იოსების ასულ ჯავაევის თბილისში მდებარე სართულნახევრიან სახლს მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ნოდარის ძე ციციშვილმა, მიხეილ დავითის ძე ციციშვილმა, მიხეილ სოლომონის ძე ციციშვილმა, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა და სტეფანე კირილეს ძე სოკოლოვმა გორის საქალებო პროგიმნაზიის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

