საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ვ. მამინაიშვილის წერილი გურიის სახალხო სკოლების შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქმეყნებული ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სახალხო სკოლების მასწავლებლები ჯამაგირს დროულად ვერ იღებდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დავით ფოცხვერაშვილმა ტარას ძიგრაშვილის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ სილიბისტრო კოპალეიშვილის, ირაკლი კოპალეიშვილისა და ივანე ბაღდავაძის სტატია გამოქვეყნდა ქვემო იმერეთის სოფ. ეწერის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სამრევლო სკოლები და მათი მასწავლებლები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული სილიბისტრო კოპალეიშვილის, ირაკლი კოპალეიშვილისა და ივანე ბაღდავაძის სტატიის მიხედვით, სოფ. ეწერის სკოლის კოპიტნარში გადატანა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისში ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძემ წაიკითხა რეფერატი „ქალთა მოძრაობა დასავლეთ ევროპაში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბერს ანტონ ფურცელაძე ქუთაისში ქალთა წრის კრებას დაესწრო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ ე. გუგუნავას საქმე განიხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ხუთი წლით ციხე ჰქონდა მისჯილი. პალატამ ის გაამართლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჭიათურაში ნესტორ კიკალეიშვილის თაოსნობით ივანე შარაშიძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გიორგი ბადრიძემ გამოაქვეყნა სილოვან ხუნდაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო წერილი „რა აძლიერებს თვითდაცვის ძალას ადამიანის სხეულში“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ნესტორ ეგნატეს ძე კიკალიშვილმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას პიესის „ახალი ღმერთის“ ნაწილი გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 10 ნოემბერს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში გაკვეთილის მსვლელობისად ქართული ენის მასწავლებელი სტეფანე ძიმისტარაშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გველესიანმა ახალი საკოოპერაციო ორგანოს, შრომის კავშირის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 10 ნოემბერს სასამართლო პალატამ ბეგლარ კუჭავა გაათავისუფლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ნოემბერს აკაკი წერეთელი ხონში აპირებდა წასვლას ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე დასასწრებად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ხელაიას ერთი წლით ციხეში ჯდომა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ხელაია 16 წლისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მელიტონ დანელიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყარამან, ივანე და ვასილ ხელაიებს ჩხუბის დროს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყარამან ხელაიას წელიწად-ნახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატია „არა ღირს, მაგრამ მაინც...“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ მ. უზნაძის ლექსი „შემოდგომა“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბერს ხონში აკაკი წერეთელმა ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოთქვა.