რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ლ. გაჩეჩილაძის ლოტბარობით იგალობეს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლაში მეორე და მესამე კლასის მოსწავლეთა წლიურ გამოცდას სკოლის ზედამხედველი ტატიშვილი და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაესწრნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ რამდენიმე საბავშვო წიგნი, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები, „ჯეჯილი“ და „ცნობის ფურცელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ხატები გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერემია და ონანა გულაზოვები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარდანა ხეთაგური 2 წლის განმავლობაში ცხინვალის მოქალაქეების ქონებას იტაცებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისს ცხინვალში ვარდანა ხეთაგურმა ძარცვის დროს ფილტვში დაჭრა მწყემსი დავარაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილი ვარდანა ხეთაგური ცხინვალში შეიპყრეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს სამსონ ლიაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ და ნიკოლოზ ელიავამ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, დიმიტრი კარიჭაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივნისს გაიმართა ალექსანდრე ხოსროევის სასამართლო პროცესი, რომელსაც მისი ადვოკატი შევალიე ესწრებოდა, ხოლო თავად ხოსროევმა ავადმყოფობის გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკას აგვისტოსთვის 71.58 მანეთი ჰქონდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „დავითნი“ მესამე გამოცემა, ხუცურად ნაბეჭდი 1712 წელს, ვახტანგ მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სამღვდელოთა წმინდა კრებანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა 1711 დაბეჭდილი წიგნი „დავითნი“, მეორე გამოცემა, დავით მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა კარაბადინი და 1773 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“.