რეგისტრირებული ფაქტები87599
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთერთმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის თხოვნა, რომ გადაეცათ მისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა. გამგეობამ დაადგინა: მიეცათ 30 თუმანი, ხოლო თუ იმ წლის წიგნების შემოსავლიდან იმდენი არ ერგებოდა, იმ შემთხვევაში ჩათვლოდა მომავალი წლის ანგარიშშიც. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს შალვა გოგებაშვილის თხოვნა კიევიდან, რომ იმყოფებოდა უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში და ესაჭიროებოდა დახმარება. გამგეობამ დაადგინა, ეკითხათ შ. გოგებაშვილისთვის რა რაოდენობის თანხა სჭირდებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იასონ ციციშვილმა, რომ მისთვის გადაეცათ ფიქრის გორაზე მდებარე 50 საჟენი მიწა. მასზე ააშენებდა ერთსართულიან სახლს, რომელიც სიკვდილის შემდეგ საზოგადოებას დარჩებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს თხოვნა ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენებითურთ გაეგზავნათ მუზეუმის ამშენებელი კომიტეტისთვის, რათა მას თავისი მოსაზრება წარმოედგინა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატის მიერ გამართლებულ ფარნა გეგელიას ადმინისტრაციული წესით როსტოვში აგზავნიდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხრესილის ბიბლიოთეკა-სამკითხველო ცაცა დარახველიძის დაარსებული იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანს კავკასიაში ცხოვრების ნება დართეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 დეკემბერს ანჯელო ანდრეოლეტიმ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასავლის ნაწილის ჩანაწერის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაოებისთვის 141. 91 მანეთი მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 დეკემბერს სტეფანე ფეიქრიშვილის შენობის მესამე სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისში ნოე ჟღენტს 15 წლით კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ სერაპიონ ბურჯანაძეს სამუდამო კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ მეთოდე მახარაძეს 15 წლის კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 დეკემბერს კირითხურო ვლადიმერ აგლაძე ხელწერილით ადასტურებს, რომ მიიღო 35 მანეთი – ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ცოკოლის მოწყობისთვის კუთვნილი გასამრჯელოს დარჩენილი ნაწილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებას 57 წევრი ჰყავდა. წლის განმავლობაში განყოფილებამ 4 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 14 საქმე. (საზოგადოებას ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე ხელმძღვანელობდა).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8-დან 24 დეკემბრამდე ზ. ს. ბუტულოვმა ფართლეულის მაღაზიაში საშობაოდ იაფი ვაჭრობა დანიშნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ჭიათურაში აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თამარ გრუზინსკაია მსახიობი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ გიორგი ივანეს ძე ბადრიძეს უნდა წაეკითხა ლექცია „მარგებელი საჭმელის გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძელობაზე“.

