რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ქიონია კედიამ, ლევან ჩიჩუამ, მატრონა კედიამ და მადიკო ჯიქიამ თითო მანეთი შესწირეს, მაგდანა ეხვაიამ, სოლომონ მიქაძემ და თეიმურაზ კაკაბაძემ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს მარკოზ მაღლაკელიძემ 1. 10 მანეთი შესწირა, პელაგია შელიასამ – 1 მან., ე. ლოლუასამ და ნატალია შელიასამ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 8 ნოემბერს სენაკის მაზრაში მცხოვრები მელიტონ დანელია სატუსაღოში გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს პეტრე კედიამ და ანტონ გეგელიამ 10-10 შაური შესწირეს, კოსტა კალანდიამ – 3 შაური, სოლომონ დგებუაძემ – 3 აბაზი, ნესტორ ცხონდიამ – 2 მანეთი, თეოფანე შენგელაიამ – 3 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ტრიფონ თოხაძემ 1. 10 მანეთი შესწირა, მიხა მესხიამ, ლევან მხეიძემ და არტემ მიქელაძემ – 10-10 შაური, თომა ხვიტიამ და დავით კარტოზიამ – თითო მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბერს ეგნატე ნარსიას წისქვილიდან სამოც ფუთამდე სიმინდი და ფქვილი მოიპარეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისიდან გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის საბჭოს დარბაზში დანიშნულ ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძეს ქალთა საკითხზე უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროს დეპუტატი ვარლამ გელოვანი პეტერბურგში გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში გამართული საღამოს შემოსავლიდან ქუთაისის სამეურნეო სკოლის ღარიბ მოსწავლეს, ეგნ. ინგოროყვას 5 მანეთი გაუგზავნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სანდრო ჩხეტია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში უნდა ჩამოეყვანათ. მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატას უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხაკო ახალაძე ხარკოვის საკატორღო ციხიდან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში უნდა გადაეყვანათ და მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატას უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ სამტრედიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილს ილია ჭავჭავაძის საღამოში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხაკო ახალაძეს, სანდრო ჩხეტიასა და მელიტონ გობეჩიას 4-4 წლის კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. რუდოლფი მომავალი პოლიტექნიკუმის ხარჯთაღრიცხვის შესადგენად თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქმეყნებული ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სახალხო სკოლების მასწავლებლები ჯამაგირს დროულად ვერ იღებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სამრევლო სკოლები და მათი მასწავლებლები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისში ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძემ წაიკითხა რეფერატი „ქალთა მოძრაობა დასავლეთ ევროპაში“.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ ე. გუგუნავას საქმე განიხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ხუთი წლით ციხე ჰქონდა მისჯილი. პალატამ ის გაამართლა.

