რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე მოხსენება გააკეთა სასკოლო სექციამ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესახებ. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა „რუსკოე სლოვოს“ მეორე ტომში გაეკეთებინა შესწორებები და დასაბეჭდად გაემზადებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 29 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ი. კირთავას საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ოცი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრიდან ნინო ჩხეიძისა და მიხეილ ქორელის ბენეფისები უნდა გაემართათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრიდან ქართულ თეატრში საბენეფისო წარმოდგენები იწყებოდა. პირველად ნინო ჩხეიძის წარმოდგენა უნდა გაემართათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ნინო ჩხეიძეს საბენეფისოდ გორდინის „საკლავი“ უნდა წარედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა თანამდებობის არისტო ჭუმბაძისთვის გადაცემის შესახებ გუბერნატორთან შეიტანა განცხადება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნესტორ უგრეხელიძემ და ნეფარიძემ ქუთაისში, კლდეზე სამსართულიანი ქვის სახლი ააშენეს, მაგრამ ქალაქის გამგეობამ სახლის გადახურვის პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო შეაჩერა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ხევში ელისაბედ მამალაძემ უთანხმოების დროს თავის ქმარს, ონისიმე ანთაძეს ცულით ცხვირი ჩამოაცალა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი გარდაცვალებამდე ფოთის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ძმებმა ფ. და მ. თოდრიებმა გადაწყვიტეს სოფ. იანეულის სკოლისთვის შენობა იჯარით აეღოთ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. იანეულში სკოლის შენობის გაფართოება გადაწყვიტეს. ამ საკითხის მოგვარება ი. და მ. კეკელიძეებს, დ. ბერიძესა და პ. ბ. თოდრიას დაავალეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში უნდა გაემართათ შორაპნის მაზრის შავი ქვის მრეწველთა კრება აბრამ გრიგოლის ძე ცეიტლინის თავმჯდომარეობით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ვ. ნ. აბულაძემ მანეთი შესწირა, ვ. ე. რჟეცკიმ – 3 მან., ვ. ლ. სამარინმა – 1. 10 მან, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და ე. ნ. გლუდოვმა 2-2 მან. შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატას „სახალხო გაზეთის“ რედაქტორი ნიკო კურდღელაშვილი გაზეთში არჩევნების შესახებ წერილის მოთავსებისთვის უნდა გაესამართლებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სახელით ივანე გველესიანის მემკვიდრეებს უნივერსიტეტისთვის 200 მანეთის შეწირვის გამო მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის ქალთა წრემ, რომლის თავმჯდომარეც ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა იყო, რამდენიმე ღარიბ მოსწავლეს სწავლის საფასური გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის ქალთა წრეში, რომლის თავმჯდომარეც ეფროსინე ჭიჭინაძე იყო 80-მდე ქალი ირიცხებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონში ეფროსინე ქიქოძისა და ეკატერინე ბახტაძის მიერ დაარსებული ქალთა წრის მიზანი ქველმოქმედება და თვითგანვითარება იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას პავლე ივანეს ძე მოსიძემ 3. 1 მანეთი შესწირა, ი. ზ. მელიქიშვილმა, მიხეილ ლევანის ძე ლორთქიფანიძემ და ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანმა 3-3 მან შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ს. ლოლუამ ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

