რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში ნიკოლოზ გვარაძე, იოსებ ჟივიძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა ბათუმის დრამატული საზოგადოების დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი ბათუმის დასში თამაშის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა მარო მდივანსა და გიორგი იშხნელთან.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული დასის სცენისმოყვარეებმა ილია ლობჟანიძემ, ილია გუგეშაშვილმა და ანდრია კალანდარიშვილმა მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად თითო მანეთი გაიღეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში მსახიობი შაქრო საფაროვი რუსეთში გაემგზავრა. გზად სცენისმოყვარეთა დახმარებით ქართული წარმოდგენების გამართვას გეგმავდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 1-ელ ივნისს მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე ქუთაისში სამრევლო სკოლების მასწავლებლებისთვის დაარსებულ კურსებზე გალობის მასწავლებლად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ივნისს დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ იუმორისტულ-მუსიკალური საღამოს მოწყობა დავალებული ჰქონდათ ალექსანდრე წუწუნავას, მიხეილ ქორიძესა და შალვა შარაშიძეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ივნისს დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ იუმორისტულ-მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ ივანე სარაჯიშვილი, ივანე ფალიაშვილი, გ. ბ. ღვინიაშვილი და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ივნისს დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საღამოზე შალვა შარაშიძე იყო იუმორისტული ნაწილის ორგანიზატორი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ლუკაშვილის თხოვნა დუშეთში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ გვარაძემ, იოსებ ჟივიძემ და ნიკოლოზ ჩაგუნავამ სარიყამიშში პირველი ქართული წარმოდგენა გამართეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე იოსებ იმედაშვილი პროფესიული საკითხების გასარკვევად შექმნილი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის თაოსნობით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრში გამართულ ნინო ნაკაშძის სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ თამაშობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე, შალვა დადიანი, პლატონ კორიშელი, ანდრია მურუსიძე, ვასილ ურუშაძე და შალვა ხონელი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი და იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იყო არჩილ ავალიშვილი.