საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82622

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 დეკემბერს პიესა „ჟან ბოდრი“-ში მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძემ, კოტე სიმონის ძე მესხმა და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა მთავარი როლები შეასრულეს. საზოგადოება მათი შთამბეჭდავი შესრულებით მოიხიბლა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ორმოქმედებიან კომედიას „ბაიყუშს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, თამაროვისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან დრამას „შეშლილიას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, თამაროვისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კეპინოვი რუსთაველის (გოლოვინის) გამზირზე მუხრანბატონის სახლში საგაზეთო სააგენტოს ხსნიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოსმა ალექსი დავითის ძე ოქროპირიძემ შიომღვიმის მონასტრის განახლებისა და იქ შტატის გასახსნელად მთავარ ხაზინაში 20 000 მანეთი შეიტანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე შიომღვიმის მონასტრის განახლებას ხელმძღვანელობდა. იგი ამ საკითხზე უმაღლეს სინოდთან მოსალაპარაკებლად წავიდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი დავითის ძე ოქროპირიძეს სასულიერო ცხოვრებაში ალექსანდრე ეპისკოპოსი ერქვა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე გორის ეპისკოპოსი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნ. ი. ფრენკელის განცხადება, რომ სტამბა „კავკასიის მიმოხილვისა“ ბეჭდავდა ქართულ, სომხურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს 250 საგალობელი ნოტებზე ჰქონდა გადატანილი და კიდევ 250 უნდა გადაეტანა, რაშიც გორის ეპისკოპოსი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე გასამრჯელოს სახით 2000 მანეთს გადაუხდიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს პოლიევქტო და ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილების მუსიკალური კილო ნოტებზე გადაჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი ორმოქმედებიანი კომედიის „ბაიყუშის“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბერს თბილისის კლუბში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტი გაიმართებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ვარვარა ზარუდნაია-ივანოვა, რომელიც ქართულ ხმებს იმღერებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბერს თბილისის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სამუსიკო-სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო. მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა (ბარბარა) მ. ზარუდნაია, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი, გ. ო. ყორღანაშვილი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი, კოტე სიმონის ძე მესხი, კ. კ. გორსკი და ბ. პრიბიკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ნოემბერს პროფესორმა ივანე თარხნიშვილმა პეტერბურგში წაიკითხა ლექცია ცოფის ინფექციაზე. მის მოხსენებებს რუსეთის გაზეთებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ნოემბერს პროფესორმა ივანე თარხნიშვილმა პეტერბურგში წაიკითხა ლექცია თემაზე, თუ როგორ ჩნდებოდა ინფექციები და ებრძოდა მას ადამიანის ორგანიზმი. მის მოხსენებებს რუსეთის გაზეთებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე თარხნიშვილი პეტერბურგში სხვადასხვაგვარი ინფექციების შესახებ ლექციებს კითხულობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე თარხნიშვილი პროფესორი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ივანე თარხნიშვილი მოხსენიებულია, როგორც თარხანოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნ. ი. ფრენკელის განცხადება, რომ სტამბა „კავკასიის მიმოხილვისა“ იღებდა ყველანაირ დიდ და პატარა საქმეს სახელმწიფო და კერძო პირებისაგან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით ლორთქიფანიძემ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას სთხოვა უფლება მიეცათ მუშტაიდის ბაღის გვერდით მდებარე ხეხილის ბაღთან ცხენის რკინიგზა გაეყვანა და წელიწადში იჯარისთვის 300 მანეთი გადაეხადა, რაზეც უარი მიიღო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნ. ი. ფრენკელის განცხადება, რომ სტამბა „კავკასიის მიმოხილვისა“ მდებარეობდა სასახლის ქუჩაზე, არწუნისეული ქარვასლის ეზოში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნ. ი. ფრენკელის განცხადება, რომ სტამბა „კავკასიის მიმოხილვისა“ თანამედროვე სტანდარტებით იყო მოწყობილი. მას ჰქონდა ორი დიდი სწრაფად მბეჭდავი მანქანა, სახაზავი მანქანები, ორი ხელით საბეჭდი მანქანა და ა. შ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ბერიძე მხატვარი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაი ზიჩმა თბილისის საარტისტო წრის სცენისთვის ნახატი დახატა.