რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე დავითის ძე ფილიშვილს თბილისში, გერმანელების სასაფლაოსთან, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის თანამშრომელი აკვილინა მახარაძე ფოსტალიონად დაინიშნა ბორჯომში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ქართველ მსმენელს გაუძვირა ქართული კონცერტი და ევროპული მუსიკის მოსმენა ქართულ ენაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ბორჯომში კონცერტი გამართა, რომელშიც მარიამ ძნელაძე მონაწილეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ქუთაისში გრიგოლ ჩარკვიანი სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „ბაქტერიების“ შესახებ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიევი ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის თანამშრომელი ჰუსეინ კულიევი ფოსტალიონად დაინიშნა ყარაიზში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა სოლომონ შოშიევმა წირვის შემდეგ ეგზარქოსი პალადი ჩაიზე მიიპატიჟა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ ავლაბარში მდებარე წმ. მარინეს სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა რაბინმა სიმონ რიჟინაშვილმა ებრაული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე შედგენა გადაწყვიტა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო გაბუნია ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მოსწავლე ქალებისთვის ხელსაქმის უფასოდ სწავლებას შეჰპირდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი ქვითკირის სალოცავი ააგეს სადაც რაბინად სიმონ რიჟინაშვილი დანიშნეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. სიზოვი ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. მილერის რედაქტორობით მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმმა დაბჭდა „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“, რომელშიც რამდენიმე წერილი კავკასიის შესახებაც იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ტყემალაძე თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მესამე თანაშემწედ დანიშნეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
ქოლერის ეპიდემიის დროს, 1892 წლის 27 აგვისტოს, მიხეილის საავადმყოფოში საეჭვო ნიშნებით მიიყვანეს ავჭალის ქუჩაზე ამირბეგოვის სახლში მცხოვრები 70 წლის ვასილი კონოვალოვი.

