რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერ-ნიკოღოსოვის ყავახანა ივანე ზარიევმა გაძარცვა, გაიტანა 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი და გაიქცა. იგი მოგვიანებით დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის ქვეშევრდომი მამედ ქელბალაი ფაბულ ოღლი კარლ მიხელის ქარხნების ძარცვისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო პეტრე ლებედევის საათის ქურდობისთვის სამი თვით დააპატიმრეს. მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ლებედევისთვის საათის ღირებულების საფასური უნდა გადაეხადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო კლასიკური გიმნაზიის დროებით დათხოვნილი თანამშრომელი და ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ლებედევი დამსახურებული სახელმწიფო მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „Новое Время“-ს ცნობით უმაღლესი მთავრობა გეგმავდა კავკასიაში მცხოვრები ყაზახები სამხედრო მიმართულებით გაეწვრთნა, რათა მათი დახმარებით ადგილობრივი მკვიდრები გაეკონტროლებინა. ახლო მომავალში ამ თემაზე სახელმწიფო საბჭო იმსჯელებდა და მოლაპარაკებაში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი მიიღებდა მონაწილეობას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილს ჰყავდა ხოროს გუნდი, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისაგან შედგებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ლოლაძე პოლიციის ბოქაული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხორო იოსებ ივანეს ძე რატილის ლოტბარობით კონცერტს გამართავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკი მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანიუკოვი პეტროვსკის აკადემიის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს კოვალევსკიმ ივანიუკოვთან ერთად სვანეთში იმოგზაურა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკიმ მოსკოვში ქართველ სტუდენტს გაზეთ „ივერიასა“ და „დროებაში“ სვანეთის შესახებ დაბეჭდილი ყველა სტატია ათარგმნინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკი იმდენად აღფრთოვანებული იყო სვანეთით, რომ ქართველ სტუდენტს სთხოვდა სიტყვა-სიტყვით ეთარგმნა ყველა ინფორმაცია სვანეთის შესახებ. იგი ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 დეკემბერს მუსტაფა იზმაილოვმა სპარსეთის ქვეშევრდომი მუგდუსა ოჰანეზოვი გაძარცვა, წაართვა ვერცხლის საათი და სამ ადგილას დაჭრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მუსტაფა იზმაილოვი ცხენოსანი ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონოვი დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ალფონს ჯეიმს დე როტშილდმა ნავთობის მრეწველობის საქმე წამოიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ მანეთს შეადგენდა.

