საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92236

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არისტო ჭუმბაძე ნაფიც ვექილ გრიგოლ რცხილაძეს უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს საარჩევნო კრების დარბაზში აკაკი ჩხენკელი დააპატიმრეს. იგი დეპუტატად არჩევის შემდეგ გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს ქართულ თეატრში ნინო ჩხეიძის მონაწილეობით სამმოქმედებიანი დრამა „დედაკაცი და დედა“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა ლექცია „დანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების სამეფო“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ ალექსანდრე ჯანელიძეს ეროვნული შემოქმედებისა და ეროვნული ბრძოლის შესახებ ორი კვირის წინ დაწყებული ლექციის კითხვა უნდა დაესრულებინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „შემოდგომა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის ქართულ თეატრში სამმოქმედებიანი დრამა „ქალი და დედა“ უნდა დაედგათ. წარმოდგენაში ნინო ჩხეიძე და ცაცა ამირეჯიბი მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში დეპუტატების ამომრჩევლად ექიმი ოგანოვი დაასახელეს. 

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, საგუბერნიო სატუსაღოში გამოძიებაში მყოფი ტუსაღი ქაჯაია გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ლ. დარსაველიძემ გამოაქვეყნა სტატია დიდი ჯიხაიშის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი ქუთაისის სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში უნდა გაეგზავნათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს სოფ. ლეღვეთში დაჭრილი შალვა ჩიქვინიძე ყვირილის სამაზრო სატუსაღოდან ჩამოიყვანეს და საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ლ. დარსაველიძემ გამოაქვეყნა სტატია დიდი ჯიხაიშის შესახებ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 22 ოქტომბერს მატრონე კუჭუხიძისა, რომელსაც ქურდობა ედებოდა ბრალად, სენაკის საპატიმროდან ქუთაისში ჩამოიყვანეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატას არისტო მაქსიმეს ძე ჭუმბაძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტში პროფესორ სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძის ლექციას 8 სტუდენტი დაესწრო. სტუდენტებმა ერთდღიანი გაფიცვით პროტესტი გამოუხადეს პროფესორების შეცვლის სისტემას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი „დარჩი..დარჩი...“ გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყაჩაღი ჭელია 4-5 წელი იმალებოდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის გამგეობის კრებაზე 1910-11 წლების შემოსავალ-გასავლის განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი, ზაქარია კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი და ტიხონ ალექსის ძე ასათიანი აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთში ნიკო ნიკოლაძის მონაწილეობით რუსულ ენაზე ყოველდღიური გაზეთი „რიონი“ უნდა გამოსულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი როსტოვში იყო გადასახლებული.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ოქტომბერს ია კარგარეთელმა თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში ძველი ქართული სიმღერების შესახებ რეფერატი წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ოქტომბერს იაგ. ბარკალაიას სახლის უკანა აივნიდან გადმოვარდა თორმეტი წლის ბავშვი, რომელიც ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს.