საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93528

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში სოლომონ თავაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლოტიკური ტუსაღი დათიკო ბენდელიანი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში სტეფანე ქიშმარია ოჩამჩირეში თარჯიმნად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში გრიშა ჩხოტუა ოჩამჩირეში თარჯიმნად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში წვრილი კრედიტის ინსპექტორი მ. ჯაფარიძე სოფ. ნიგოზეთის სკოლის მასწავლებლებს შეხვდა და სოფელში წვრილი კრედიტის ამხანაგობის დაარსების შესახებ მოელაპარაკა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ვლადიმერ მიქელაძის ნაწარმოები „შიკრიკი“ ზესტაფონში მოსახლეობას უფასოდ დაურიგა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროში ყოფნის დროს ევგენი გეგეჭკორის მიზანი დაქირავებული მუშების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, საგლეხო საკითხი მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი სოციალ-დემოკრატი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი საქარხნო და სამრეწველო მუშების წარმომადგენელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თანასწორად დაიცავდა ქართველი მუშებისა და გლეხების ინტერესებს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებზე კიტა აბაშიძესა და ევგენი გეგეჭკორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ქართულ ენაზე სწავლებას მხოლოდ დაბალი საფეხურის სკოლებისთვის მოითხოვდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ხუთი წელი სახელმწიფოს სათათბიროს წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა რუსეთის მუშების მდგომარეობის შესწავლასა და დაცვას დიდი დრო დაუთმო, ქართველი მუშების შესახებ კი არაფერი უთქვამს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით ქუთაისელმა ებრაელებმა მოსახლეობას მემამულეთა არჩევნებში კიტა აბაშიძის არჩევისკენ მოუწოდეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში გენერალ მიხეილ ჩხეიძის დახმარებით წიგნსაცავ-სამკითხველო და შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება დაარსდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმის სამკითხველოში მიხეილ ჩხეიძის წყალობით ბევრი ჟურნალ-გაზეთი ჰქონდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკო ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ლეგენდა „ჭეშმარიტების მაძიებელი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ ჯიმასტარში მემამულეთა საბალახოებსა და გლეხების შევიწროებაზე კამათის დროს გლეხმა გიორგი ჯიშკარიანმა აზნაური ალექსანდრე ავალიანი დანით დაჭრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ თეოდოსია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სათათბიროს არჩევნებში დეპუტატად უნდა აერჩიათ ისეთი კანდიდატი, რომელიც ქალთა უფლებებს დაიცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი გენერალ მიხეილ ჩხეიძის თანადგომით განაგრძობდა ფუნქციონირებას.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 2 ოქტომბერს იონა ალექსის ძე ხარბედია გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 2 ოქტომბერს ივანე ყაზბეგს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3-4 ოქტომბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ ვ. მინაძის საქმე განიხილა და ის გაამართლა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 3 ოქტომბერს ცხმო­რის მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ეკლესიის მღვდელი ექვთიმე იოსების ძე მაისურაძე გარდაიცვალა.