საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით სასამართლომ ვაჭარ ივანე ლაზარევს ჯარიმა 3 906 მანეთი და 47 კაპიკის გადახდა დააკისრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაევი გენერალი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაევი ფინანსთა სამინისტროს მოხელე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები ნიკიტინების ცირკი თბილისში ნამყოფი იყო და ზამთარში კიდევ რამდენიმე ხნით ჩამოვიდოდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანის ქარხნიდან ტყემდე რკინიგზა იყო გაყვანილი ხეების გადმოსატანად და მეპატრონეს სურდა ამ რკინიგზის გაფართოება ატენის ხეობამდე, რათა იქიდან გადმოეზიდა ხეები. ეს პროექტი თუ განხორციელდებოდა ხეობა კიდევ უფრო გალამაზდებოდა, გაცოცხლდებოდა და ძალიან კარგი სააგარაკო ადგილი შეიქმნებოდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანს გორში ხეების გამოსახარში ქარხანა ჰქონდა გახსნილი. იქ მზადდებოდა რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დასაგები მასალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გირშმანი ხარკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტარსაიძე ხარკოვის უმაღლეს სასწავლებელში დარჩა ორდინატურის გასაგრძელებლად პროფესორ გირშმანთან.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტ. კახიძემ ხარკოვის უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკის კურსი დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თოფურიამ ხარკოვის უმაღლეს სასწავლებელში საექიმო კურსი დაასრულა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარონ სუტნერს საქართველოს ცხოვრებიდან დაწერილი ჰქონდა რომანი „დარეჯანა“, რომელიც ქართულ სივრცეში არ მოიპოვებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარონ სუტნერი საქართველოს კარგად იცნობდა, განსაკუთრებით კი – სამეგრელოს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარონ სუტნერმა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ გერმანულ ენაზე რომანი „აზნაური“ დაწერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ კორესპონდენტი იუწყებოდა, რომ ირონიული იყო, როცა მსახიობ საბლინ-დოლსკის მაღალი ანაზღაურება ჰქონდა თეატრში, ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდნენ, ბენეფისს უწყობდნენ და ამ დროს ნაფიცვექილი რაზუმოვსკი სიღარიბის გამო თავს იკლავდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პიტკო იყო დირიჟორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 20 სექტემბერს, სახელმწიფო თეატრში იმართებოდა „კარმენის“ წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო პიტკო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ ჩიქოვანი სენაკის მაზრაში ცხოვრობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მოადგილედ მელიტონ ივანეს ძე რუსია აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში აირჩიეს შემდეგი პირები: სიმონ გურგენის ძე მდივანი, გ. ს. იაგდჯანი, ვ. მ. ჰოფმანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში აირჩიეს შემდეგი პირები: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, მელიტონ ივანეს ძე რუსია, ნ. ი.ფალილეევი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას თქმით, ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახების რიცხვი ორი-სამი ათეულით თუ შემოიფარგლებოდა, მაშინ როცა მთავრობის განკარგულებით ქალაქს ტოვებდა ასობით, თუ არა ათასობით, მეზობელი ეროვნების პირი და შეიძლებოდა გამოთავისუფლებულ ოთახებში ბევრად მეტი უბინაოდ მყოფი მოქალაქის შესახლება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა მკაცრად აკრიტიკებდა ქალაქის „მამების“ ინიციატივით შექმნილ დადგენილებას, რომელიც ბინების რეკვიზიციას მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის ითვალისწინებდა და ეჭვი ეპარებოდა ამ „ბრძნული“ გადაწყვეტილების სისწორეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას თქმით, საბინაო განყოფილებაში არსებული ქაოსის გამო, სამშობლოში წასული უცხოელების მიერ დატოვებულ ოთახებში სახლდებოდნენ არა კანონიერი პრეტენდენტები, არამედ სხვადასხვა ტიპის ვაჭრუკანა-სპეკულიანტები და ლტოლვილები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა სვამდა კითხვას, რატომ ვერ შევიდნენ ათასობით უცხოელის სამშობლოში დაბრუნების შედეგად გამოთავისუფლებულ ოთახებში ჩვეულებრივი მოქალაქეები და ვინ დაეპატრონა ამ ოთახებს მათ მაგივრად.