საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას აზრით, ქალაქის გამგეობამ უგუნური ბრძანებულება ბინების რეკვიზიციის შესახებ მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის, ქალაქის „მამების“ ინიციატივით გამოიტანა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა საბინაო კრიზისის დაძლევის გზებს სთავაზობდა სახელმწიფოს. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლიკვიდირებულ იქნა სამხედრო უწყების საკუთრებაში მყოფი უამრავი დაწესებულება. ათასობით რუსი, უკრაინელი, პოლონელი და სხვ. სამშობლოში დაბრუნდა და ათასობით ოთახი გაათავისუფლა. საჭირო იყო ამ ოთახების აღრიცხვა და შემდეგ უბინაო ან შეზღუდულად მცხოვრები მოქალაქეების ამ ოთახებში გადანაწილება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. ანთელავას აზრით, ქალაქის გამგეობის ბრძანებულებამ ბინების რეკვიზიციის შესახებ მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის, მოქალაქეთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილის თანახმად, თბილისის ქალაქის გამგეობამ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით ბინების რეკვიზიცია მოხდებოდა მხოლოდ ერთ ოთახში მცხოვრები ოთხი ან მეტწევრიანი ოჯახებისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს პეტრე ანთელავამ წერილი მისწერა გაზეთის „Грузия“ რედაქციას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ „ტანჰეიზერის“ ახალ დადგმას სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლაი დ. ნიკოლაევი იყო კონსერვატორიის დირექტორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსერვატორიის ყოფილმა დირექტორმა ნიკოლაი დ. ნიკოლაევმა გახსნა უმაღლესი საფორტეპიანო კლასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე იყო საქართველოს სამხედრო მინისტრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბერს კავკასიაში გემანული მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფონ კრესმა სამხედრო ბანაკიდან მიიღო ტელეგრამა. ტელეგრამა იუწყებოდა, რომ ფოთიდან გამოამგზავრეს 15 ოფიცერი და 7 ჯარისკაცი და რომ ეს, სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეთა უკვე მესამე ნაკადი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე თორაძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისში გამართული ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატული პარტიის მეორე კონფერენცისი თავმჯდომარე იყო ალექსანდრე დავითის ძე თორაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე კონფერენციაზე განიხილეს საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილების წინაამღდეგ გამოსული პირების, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისა და მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბლის საქციელი და სამართლიანად მიიჩნიეს მთავარი კომიტეტის მიერ ამ ორის წინააღმდეგ მიღებული ზომები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე კონფერენციაზე განიხილეს საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილების წინაამღდეგ გამოსული პირების, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისა და მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბლის საქციელი და მიიჩნიეს მათი ქმედება პარტიის ეთიკისა და დისციპლინისათვის საზიანოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო პედაგოგი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს არაერთ კომისიაში მოღვაწეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი ეძებდა ქართულ-რუსული გალობის მასწავლებელს, რომელსაც 8 გაკვეთილის ჩატარება მოუწევდა და 600 მანეთი ექნებოდა ხელფასი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისააკ ქავთარაძეს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის პირველ კლასში უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ, თუ თავისუფალი ადგილი გამოჩნდებოდა. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სილოვან გაბუნიას სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის პირველ კლასში უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ, თუ თავისუფალი ადგილი გამოჩნდებოდა. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ ჩიქოვანს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მეოთხე განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ.