რეგისტრირებული ფაქტები82844
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ელენე ციცქიშვილი კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატად დანიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე „დარვინის ცხოვრების“ ქართული თარგმანის გამოცემა გადაწყვიტეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 სექტემბერს ნაძალადევში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას პიესა „ორი გმირი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 სექტემბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „მეფე“, რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 სექტემბერს ქართულ თეატრში ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილისა და სხვათა მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მსხვერპლი“.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 სექტემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს მსახიობები: მიხეილ აბაშიძე, გ. გოჩიტაშვილი, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია, თომა ზაქარიას ძე ნასიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 სექტემბერს სცენისმოყვარეები ბესარიონ მაისურაძე და ალექსანდრე ივანეს ძე თავდგირიძე ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.