საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საავადმყოფოს პაციენტებს დაუწერიათ საჩივარი. საჩივარში ისინი ბრალს სდებდნენ ფელდშერ ბუკშას, რომ იგი არ აძლევდა მათ წამლებს და არ მკურნალობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სადგურზე „Уджара" მსახურობის პერიოდში ბუკშა სახელმწიფო მედიკამენტებს ყიდდა ფარულად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბუკშა მსახურობდა სადგურზე „Уджара“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ კორრადოს როლს შეასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბლის ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი, პრინცი დანიიდან“ იბეჭდებოდა და მალე გამოვიდოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცა კვირაში ორჯერ გამოეცა სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ქართულად თარგმნა გოლდენის სამმოქმედებიანი კომედია „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „ცელქებს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში კარლო გოლდონის სამმოქმედებიან კომედიას „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ნ. არასხანიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თემაზე „აბრეშუმის ამოხვევა ნუხასა და ყარაბაღში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრუსი კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი ეფრუსი ბათუმში არ იყო და მის ნაცვლად დროებით ვან ფლიტი დანიშნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდის კასპიისა და შავი ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობა პროექტის განხორციელებას ბათუმში იწყებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ოქტომბრიდან სომხური თეატრის დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას დაიწყებდა. მოწვეული არტისტებიდან მხოლოდ ადამიანი იმყოფებოდა თბილისში და სხვა მსახიობების ჩამოსვლას ელოდებოდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ სათამაშოდ მოიწვიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანს როლები შესრულებული ჰქონდა შემდეგ პიესებში: „ხათაბალა“, „ბიძიასთან გამოხმაურება“, „პარიჟელი ბიჭი“, „ჟან-ბოდრი“, „გაყრა“, „ბაიყუში“ და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახს“ წარმოადგენდნენ: კონსტანტინე დიმიტის ძე ყიფიანი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ტუსაღის იმერლის ნაამბობი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი მეწარმე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „ფშავლის სიყვარული“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში მოსე ივანეს ძე ნათაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ბათუმის საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ქალაქის სკოლას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ მოსე ივანეს ძე ნათაძემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგს, რომლის ხელმძღვანელობით ბათუმში ჭიდაობა გაიმართა და შემოსული თანხა, 63 მანეთი ქალაქის სკოლას შესწირეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე აფხაზს სოფელ კარდენახის მამულში ზეთისხილის ხეები ჰქონდა.