რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს მელქისედეკ კათალიკოსის სიგელის გამოცემაზე უარი უთხრა, რადგან კატალოგების გამოსაცემად გამგეობას თანხა არ ჰქონდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
დედანთან შეჯერების შემდეგ თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ რცხილაძის სახელზე 1912 წლის 31 ივლისს გაცემული მინდობილობის ორი ასლის სისწორე დაუდასტურა ელენე ნესტორის ასულ მაჭარაშვილს 1913 წლის 14 დეკემბერს, რეესტრის №№ 12587 და 12585.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე იროდიონ სონღულაშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც წიგნსაცავისა და მუზეუმის შემოწმებას და შემოწმების შემდეგ სამუზეუმო სექციისთვის ჩაბარებას ითხოვდა. გამგეობამ სონღულაშვილის წინადადება მიიღო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს „იოსებ ზილიხანიანის“ გამოცემისა და „XVIII საუკუნის საქართველოში ბატონ-ყმობის“ გამოკვლევის შესახებ უარი უთხრა, რადგან ამ საკითხის მოგვარება საგამომცემლო სექციას ეკუთვნოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე გადაწყვიტეს სარგის კაკაბაძისთვის „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ თითო წიგნად, ვადის განსაზღვრით სახლში ეთხოვებინათ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სექციის თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ხოლო მდივნად იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი აირჩიეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, მდივანი იროდინ თომას ძე სონღულაშვილი, წევრები – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და დეკანოზი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს, რომელიც ითხოვდა „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ მისთვის სახლში წასაღებად ეთხოვებინათ.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. რწმუნებულთა აზრით, მგოსნის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სიახლოვე წაახალისებდა სოფლის კანცელარიაში მიმავალ ხალხს და ჟურნალ-გაზეთებისა და შინაარსიანი წიგნების კითხვას შეაჩვევდა. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ყვარლის რწმუნებულებმა – ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა – გაუგზავნეს 1913 წლის 17 ნოემბერს ყვარელში ჩატარებული საზოგადო ყრილობის განაჩენის ასლი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წერილი გაუგზავნეს ყვარლის რწმუნებულებმა – ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა. წერილი ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, ასევე კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თუ გამგეობა ყვარლელების თხოვნას დააკმაყოფილებდა, სოფელი თავის თავზე აიღებდა ილიას სახელობის სკოლის ასაშენებლად საჭირო მასალის მოტანასა და ყოველგვარი დახმარების აღმოჩენას. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თუ სახლის დათმობა შეუძლებელი იყო, სოფელი სთხოვდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქირით მიეცა სახლი ყვარლელებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამკითხველოში 1455 წიგნი ინახებოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა, რომლის ადმინისტრატორი იყო გიორგი მატარაძე, 29 წარმოდგენა გამართა. წარმოდგენებს სულ 8200 მაყურებელი დაესწრო, სპექტაკლების შემოსავალმა 6803 მანეთი და 89 კაპიკი შეადგინა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 1913 წლის შემოსავალ-გასავალი 571 მანეთსა და 15 კაპიკს შეადგენდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებაში (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონს ძე აბრამიძე) 90 მანეთი საწევრო შევიდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 28 დეკემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ ალაგირის მოსახლეობას ადგილობრივი განყოფილების გახსნა სურდა. ახალკაცმა საზოგადოებას შესაბამისი ოქმი გაუგზავნა და განყოფილების დასაარსებლად საქმის აღძვრა ითხოვა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი 9131 მანეთს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 9273 მანეთსა და 37 კაპიკს.

