საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი გ. გ. მირზახანოვი საქმეს უბუღალტროდ აწარმოებდა, რამაც მისი გაკოტრება გამოიწვია.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ლ. აბაშიძემ ოზურგეთში გახსნა სამკითხველო კაბინეტით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გორნიჩი რკინიგზის მოძრაობის უფროსი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გ. მირზახანოვი ვაჭარი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებაზე ნიკოლოზ კალისტოვმა და დობრონრაროვმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებას დაესწრნენ: ეგზარხოსი პალადი და ბესარიონ ეპისკოპოსი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დობრონრაროვი თბილისის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისს თბილისში მატარებლით სხვა ტუსაღებთან ერთად პავლე ივანოვი ჩამოიყვანეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცერაძე კალატოზი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხინვალის ერთ-ერთი სოფელში ცხოვრებაშვილის სახლი გაქურდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისს პავლე ივანოვი თბილისში მატარებლით სხვა ტუსაღებთან ერთად ჩამოიყვანეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბონდარევი 200 რუბლით დააჯარიმეs დაწესებულზე ზედმეტ ფასში რძის გაყიდვისთვის.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივლისს ბაქოს რკინიგზის რელსებიდან ერთ-ერთი ვაგონი გადავარდა, რის შედეგადაც კონდუქტორი კისელევსკი დაშავდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კისელევსკი კონდუქტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრიდან პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ შვიდი წლის გოგო-ბიჭებს მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში მომავალი წლის სექტემბერში კიდევ ერთი განყოფილება გაიხსნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრის თვიდან იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ, სწავლების კურსი სამწლიანი გახდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, გასული წლის გამოცდილებამ უჩვენა, რომ შეუძლებელი იყო გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროსი განყოფილებისთვის და საქალებო გიმნაზიის პირველი კლასისთვის 2 წლის განმავლობაში კარგად მომზადებულიყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე ქუთაისის კერძო მოსამზადებელი სასწავლებლის მმართველი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმს თბილისის დრამატული დასი ეწვია. მსახიობები ორ ნაკადად გაიყვნენ წარმოდგენების ჩასატარებლად და მოსახლეობაც იძულებული გახდა ორივე ნაკადის ღონისძიების ბილეთები შეეძინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ანანიევი მოსიარულე მსახიობებს თეატრის ფართის დასაქირავებლად ძალიან მაღალ გადასახადს უწესებდა და ფულს სძალავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმელი ხალხი მოსიარულე მსახიობებისაგან შეწუხებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებული ადგილის მაცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ დაუცველები იყვნენ. მათ უსაფრთხოების დასაცავად უბნის პოლიციელი არ ჰყავდათ და გაჭირვების დროს ვერავის მიმართავდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებულ ადგილას ადგილობრივ მმართველობას ქუჩები და განათება არ ჰქონდა მოწესრიგებული, არც წყალი იყო გაყვანილი. ახალმოსახლეები ამბობდნენ, რომ ყველა ეს პირობა ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებლად.